ყველაფერი ტექდათვალიერებაზე - ტექნიკური დეტალები
28 April, 2022

თუ ტექინსპექტირებასთან დაკავშირებული ზოგადი ცოდნა თქვენთვის საკმარისი არ არის, წაიკითხეთ ბლოგი და გაეცანით ყველა საჭირო ტექნიკურ დეტალზე ინფორმაციას.
 

სანამ კითხვას შეუდგებოდეთ, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს წინა ბლოგებს, სადაც ტექინსპექტირებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს მიმოვიხილავთ.


 

აირბაგი არ მაქვს, გაივლის ჩემი მანქანა ტექდათვალიერებას?

 

თუ აირბაგი გათვალისწინებულია ქარხნულად და არ აყენია ავტომობილში ან გახსნილია - ვერ გაივლით ინსპექტირებას.



 

საქარე მინაზე მაქვს პატარა ბზარი, ამის გამო ვერ გავივლი ტექდათვალიერებას?

 

მინამწმენდების არეაში დაუშვებელია ბზარების ან ლაქების არსებობა. ხარვეზის ხარისხი ინსპექტირების ცენტრში დგინდება; უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ფილიალში მოიყვანოთ ავტომობილი რათა ადგილზე შეფასდეს დაზიანების ხარისხი. მინამწმენდის არეში დასაშვებია მხოლოდ 5 მილიმეტრამდე ნაკენჭურების არსებობა.



 

ფარი გატეხილია, გაბზარულია და ვერ გავივლი?

 

უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, თუ ფარი გატეხილი ან გაბზარულია ტექდათვალიერებას ვერ გაივლით .



 

გამონაბოლქვი თუ შავია, ვერ გავივლი ტექინსპექტირებას?

 

ვიზუალური შემოწმებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად აკმაყოფილებს გამონაბოლქვი კანონით დადგენილ ნორმებს. თუმცა, ვიზუალური შემოწმებისას შავი, ნაცრისფერი ან ლურჯი ფერის შემთხვევაში, ავტომობილი დახარვეზდება; თეთრის შემთხვევაში - არა.



 

ღვედი თუ კარგად არ მუშაობს, არ შედის უკან, არ იჭერს, ან მოშვებულია - გავივლი ტექინსპექტირებას?

 

უსაფრთხოების ღვედის საკეტი და ამომწევი არ უნდა იყოს დაზიანებული და გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს, ღვედი იცავს მძღოლის და მგზავრების უსაფრთხოებას ავტოსანტრანსპორტო შემთხვევის (ავარიის) შემთხვევაში. ასე რომ, ღვედი გამართული უნდა იყოს.



 

რა ნორმები უნდა დააკმაყოფილოს გამონაბოლქვმა?

 

2020 წლის 1 აპრილამდე საქართველოში პირველად რეგისტრირებული, ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის სავალდებულოა:

 

CO-ს დონე არაუმეტეს ძრავას უქმ სვლაზე – 0,6%-ს და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) – 0.6%-სა

 

2020 წლის 1 აპრილის შემდეგ საქართველოში პირველად რეგისტრირებული, ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის სავალდებულოა:

 

CO-ს დონე არაუმეტეს ძრავას უქმ სვლაზე – 0,5%-ს და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) – 0.3%-სა

 

კოეფიციენტი ლამბდა არ უნდა აღემატებოდეს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ დადგენილ სიდიდეს, ამ ინფორმაციის უქონლობის შემთხვევაში კი – 1 ± 0,03-ს;

 

მხოლოდ აირზე (CNG/LPG/LNG) მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი ექვემდებარება შემოწმებას დადგენილი პარამეტრების შესაბამისად:

 

CO-ს დონე არაუმეტეს ძრავას უქმ სვლაზე – 0,5%-ს და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი

 

ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) – 0.3%-სა - ლამბდა არა მოწმდება.

 

დიზელის ძრავიან ავტომობილებზე:

 

  • ჩვეულებრივი დიზელის ძრავებისთვის – 2,5 m-1-ს,

 

  • დიზელის ძრავებისთვის ტურბოჩაბერვით – 3,0 m-1-ს;

 

 

 

ქარხნულად უკატალიზატორო ავტომობილებზე:

 

– იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1987 წლის ჩათვლით– 4,5 %-ს;

 

– იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1988 წლის 1 იანვრიდან – 3.5 %-ს;




 

რა უნდა გავითვალისწინო საბურავებთან დაკავშირებით ტექდათვალიერების დროს?

 

  • საბურავის ასაკი - საბურავის გამოშვებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელზე მეტი (მნიშნელობა აქვს კვირებსაც);

  • ოთხივე საბურავზე უნდა იყოს დატანილი საბურავის გამოშვების თარიღი;

  • წინა ღერძე უნდა იყოს ორი ერთნაირი საბურავი და ასევე, უკანა ღერძზე უნდა იყოს ორი ერთნაირი საბურავი;

  • საბურავი არ უნდა იყოს გაცვეთილი.



 

სანისლე ფარები (ე.წ ტუმანიკები) არ მუშაობს, ამის გამო ვერ გავივლი ტექდათვალიერებას?

 

თუ ავტომობილს აქვს სანისლე ფარების ჩამრთველი, ფარებიც უნდა უმუშავებდეს, თუ არ აქვს ჩამრთველი, მაშინ ეს ხარვეზის საფუძველს არ წარმოადგენს.


 

ტექ.დათვალიერების დროს უკანა სავარძლის ღვედები მოწმდება?

 

მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში, უკანა სავარძლის ღვედები არ მოწმდება.



 

თუ დამატებითი კითხვები მაინც გაქვთ, დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე 0322 997777, ან მოგვწერეთ Facebook-ზე.

 

ტექინსპექტირების თარიღის შესამოწმებლად და ვიზიტის დასაჯავშნად გადადით ბმულზე.

 

ჩვენი სერვის ცენტრის მისამართები იხილეთ აქ.

 

თვალი ადევნეთ გრინვეის ბლოგს, სადანაც ბევრ სიახლესა და საჭირო ინფორმაციას მიიღებთ!