ტაქსის მძღოლებისვის ტექინსპექტირების პერიოდულობა და წარმოსადგენი საბუთები განსხვავებულია.
ქვემოთ მოცემულ ბლოგში იხილავთ ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რაც შეიძლება ტაქსის მძღოლებს გაგიჩნდეთ.
სანამ კითხვას შეუდგებოდეთ, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს წინა ბლოგებს, სადაც ზოგადად ტექინსპექტირებაზე და ბუნებრივი/თხევადი აირის მომხმარებლებისთვის ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს ვპასუხობთ.
რა პერიოდულობით უნდა ჩაუტარდეს ავტომობილს ტექდათვალიერება თუ ვსარგებლობ ტაქსის ლიცენზიით?
ტაქსის ლიცენზიის მქონე ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ჩატარება აუცილებელია 6 თვეში ერთხელ.
ვსარგებლობ ტაქსის ლიცენზიით, ინსპექტირება თუ ვერ გავიარე ტაქსის ლიცენზია შემიჩერდება?
დიახ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ავტომობილი პირველად ინსპექტირებაზე დახარვეზდება ტაქსის ლიცენზია შეგიჩერდებათ.
ტაქსის ლიცენზია გავაუქმე და ინსპექტირების ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება?
თუ ლიცენზია გაუქმდა, უნდა გაატაროთ ტექდათვალიერება მაინც იმ ვადაში, რაც გიწევდათ ლიცენზიის დროს. მაგალითად: თუ გაიარეთ ტექდათვალიერება 5 თვის წინ და ლიცენზიის შემთხვევაში ტექდათვალიერების ვადა არის 6 თვე, მოგიწევთ მეექვსე თვეს გაატაროთ და უკვე ამ გატარებაზე მიიღოთ ერთწლიანი ან ორწლიანი, შემდგომი ტექდათვალიერების ვადა.
ავტომატურ რეჟიმში ლიცენზიის გაუქმებასთან ერთად არ გახანგრძლივდება ტექდათვალიერების ვადა.
ტაქსის ლიცენზიის აღება მინდა და ტექდათვალიერება როდის უნდა გავიარო?
ტექდათვალიერება უნდა გაიაროთ მანამ, სანამ აიღებთ ლიცენზიას. ავტომობილს მიენიჭება 6 თვიანი ვადა იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციისას განაცხადებთ ლიცენზიის აღების სურვილს.
იმ შემთხვევაში თუ არ განაცხადებთ, მიენიჭება ერთწლიანი ან ორწლიანი ვადა, თუმცა ლიცენზიის აღების შემდეგ, მაინც 6 თვეში უნდა მოხვიდეთ ტექდათვაიერებაზე, იმის მიუხედავად იმისა, თუ თავდაპირველად რა პერიოდი მოგენიჭათ.
მაქვს ტექდათვალიერების ვადა ორწლიანი ან ერთწლიანი, ტაქსის ლიცენზიის გამო მაინც 6 თვეში უნდა გავიარო?
დიახ, იმისათვის რომ ტაქსის ლიცენზია არ შეგიჩერდეთ , აუცილებელია ტექდათვალიერება გაიაროთ ტაქსის ლიცენზიის აღებიდან 6 თვის შემდეგ, მიუხედავად იმისა, მანამდე რამდენ წლიანი ინსპექტირების თარიღი ჰქონდა მინიჭებული ავტომობილს.
ტაქსებისთვის ტექდათვალიერების ვადა, წინა ტექ.დათვალიერების ვადიდან ითვლება თუ ლიცენზიის აღებიდან?
ტექ.დათვალიერების ვადა ითვლება ლიცენზიის აღებიდან.
4 წლამდე ავტომობილებს ან იმ ავტომობილებს რომელთაც 2 წლიანი ტექდათვალიერების ვადა ენიჭებათ წლოვანებიდან გამომდინარე, ტაქსის ლიცენზიის აღებიდან მაინც 6 თვეში უწევს ტექდათვალიერების გავლა?
დიახ. იმისათვის, რომ ისარგებლოთ ტაქსის ლიცენზიით, აუცილებელია ტექ.დათვალიერების გავლა 6 თვეში ერთხელ მიუხედავად იმისა, თუ რა ასაკისაა ავტომობილი.
ტაქსის ლიცენზიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის ვის უნდა დავუკავშირდე ?
ტაქსის ლიცენზიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზს : 032 2 72 22 22
თუ დამატებითი კითხვები მაინც გაქვთ, დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე 0322 997777, ან მოგვწერეთ Facebook-ზე.
ტექინსპექტირების თარიღის შესამოწმებლად და ვიზიტის დასაჯავშნად გადადით ბმულზე.
ჩვენი სერვის ცენტრის მისამართები იხილეთ აქ.
თვალი ადევნეთ გრინვეის ბლოგს, სადანაც ბევრ სიახლესა და საჭირო ინფორმაციას მიიღებთ.