ყველაფერი ტექდათვალიერებაზე - ბუნებრივი / თხევადი აირი
16 March, 2022

თუ თქვენი ავტომობილი ბუნებრივ / თხევად აირს მოიხმარს, ტექინსპექტირებაზე მისვლამდე დამატებით რამდენიმე საკითხი უნდა გაითვალისწინოთ.

 

ქვემოთ მოცემულ ბლოგში იხილავთ ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რაც შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით გაგიჩნდეთ.

 

სანამ კითხვას შეუდგებოდეთ, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს წინა ბლოგს, სადაც ტექინსპექტირებაზე ყველაზე ხშირად დასმულ ზოგად შეკითხვებს ვპასუხობთ.

 

გაზის საბუთი თხევადი გაზის შემთხვევაშიც მჭირდება?

 

დიახ, 2020 წლის 1 იანვრიდან, სავალდებულოა გამართულობის სერთიფიკატი თხევად გაზზეც.

 

გაზზე მომუშავე ავტომობილების შემთხვევაში როგორ ხდება ინსპექტირება?

 

ჩვენს სერვის ცენტრებში ავტომობილების გაზის სისტემის შემოწმება არ ხდება. შესაბამის ცენტრში უნდა შეამოწმებინოთ გაზის სისტემა, რის შემდეგაც გრინვეის სერვის ცენტრში წარმოადგენთ სისტემის გამართულობის სერტიფიკატს.


 

ჩემი ავტომობილი გაზზე მუშაობს, თუმცა გაზის საბუთის აღება ვერ მოვასწარი, ამის გამო დავხარვეზდები?

 

დიახ, თუ თქვენი ავტომობილი მუშაობს გაზზე, აუცილებელია წარმოადგინოთ გაზის საბუთი, წინააღმდეგ შემთხვევაში დახარვეზდებით და ამ ხარვეზის გამოსასწორებლად მოგენიჭებათ 30 კალენდარული დღე. 30 კალენდარული დღის მანძილზე განმეორებითი ინსპექტირება უსასყიდლოდ გეკუთვნით.


 

ჩემი ავტომობილი გაზზე მუშაობს, თუმცა ტექპასპორტში ეს ინფორმაცია არაა მითითებული, ამის გამო ვერ გავივლი ტექდათვალიერებას?

 

აუცილებელია, რომ ტექპასპორტში მითითებული ინფორმაცია შეესაბამებოდეს ავტომობილის ამჟამინდელ მდგომარეობას, შესაბამისად, თუ თქვენი ავტომობილი გაზზე მუშაობს და ეს ტექპასპორტში მითითებული არ არის, ეს იქნება ხარვეზის საფუძველი.

 

შარშან თქვენთან გავიარე ინსპექტირება და გაზის საბუთი მას შემდეგ დავკარგე, თავიდან რომ არ ავიღო შენახული არ გექნებათ?

 

გაზის საბუთის წარმოდგენა ყოველი ტექდათვალიერების დროს სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავტომობილი დახარვეზდება.

 

თუ დამატებითი კითხვები მაინც გაქვთ, დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე 0322 997777, ან მოგვწერეთ Facebook-ზე.

 

ტექინსპექტირების თარიღის შესამოწმებლად და ვიზიტის დასაჯავშნად გადადით ბმულზე

 

ჩვენი სერვის ცენტრის მისამართები იხილეთ აქ.

 

თვალი ადევნეთ გრინვეის ბლოგს, სადანაც ბევრ სიახლესა და საჭირო ინფორმაციას მიიღებთ.