წარმატებული სტაჟიორები გრინვეიში განაგრძობენ მუშაობას
26 August, 2021

2021 წლის ივლისის თვეში, კომპანია გრინვეიმ განაცხადა 2 კვირიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ.

 

გასაუბრების საფუძველზე შერჩეულმა კანდიდატებმა გაიარეს შესაბამის ტრენინგი და გადანაწილდნენ თბილისსა და რეგიონებში არსებულ ცენტრებში. მათ შეასრულეს კონსულტანტ-ასისტენტის ფუნქცია, რაც გულისხმობდა, მომხმარებელთა ნაკადების / რიგების მართვას, მომხმარებლებთან პირველად კომუნიკაციას და მათ ინფორმირებას სხვადასხვა საკითხზე.სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ავიყვანეთ 28 სტაჟიორი, აქედან 20 თბილისში, 8 რეგიონებში.

 

ორ კვირიანი სტაჟირების განმავლობაში, სტაჟიორები, გრინვეის კვალიფიციურ თანამშრომლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ კომპანიის სამუშაო პროცესებში, გაეცნენ გრინვეის მუშაობის სპეციფიკას და მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით მიიღეს საინტერესო გამოცდილება.

 

სტაჟირების პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდა თითოეული მათგანის შეფასება და ყველაზე წარმატებული სტაჟიორები დასაქმდნენ გრინვეიში.

 

28 სტაჟიორიდან 4 ადამიანი დასაქმდა კომპანიის სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციაზე.

 

სტაჟირების პროგრამის გაგრძელებას სამომავლოდაც ვგეგმავთ. უახლოესი სტაჟირების პროგრამა გვექნება ზამთრის პერიოდში, დეკემბერ-იანვარში.