ვაქცინირებულ მომხმარებლებს კომპანია „გრინვეი“ CARBOX-ს სჩუქნის
13 August, 2021

კომპანია გრინვეი ვაქცინირებულ მომხმარებლებს დაასაჩუქრებს! 16 აგვისტოდან, ერთი თვის განმავლობაში, ყველა ვაქცინირებული მომხმარებელი, რომელიც გრინვეის ნებისმიერ სერვის ცენტრში გაატარებს ავტომობილს ტექინსპექტირებას, მიიღებს სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს „ქარბოქსი“.

 

„ქარბოქსი“ მოიცავს ავტომობილის მოვლისთვის საჭირო პროდუქციის ვაუჩერებს:

ფასდაკლებას ხუნდებზე , ზეთებსა და ნათურებზე ამბოლში; „გრინვოშის“ რეცხვის სასაჩუქრე ვაუჩერს.

 

ვაქცინირებული ავტომფლობელები ასევე მიიღებენ ფასდაკლებებს სხვადასხვა კლინიკებსა და ლაბორატორიებში, მათ შორის კოვიდთან დაკავშირებულ კვლევებზე:

 

  1. ევექსი ჰოსპიტლების 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ კვლევებზე 18 სამედიცინო ცენტრში და 500 ლარიანი თანაგადახდის ვაუჩერი გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე, სამედიცინო სარგებლის მიღება 16 წლამდე ასაკის ბავშვებსაც შეეძლებათ (2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით);

 

  1. ევექსი კლინიკების ქსელში 35%-მდე ფასდაკლება (2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) და ევექსის ჰელსი კლუბის წევრობას ;

 

  1. ანტისხეულების კვლევაზე 30%-იან ფასდაკლებას ლაბორატორიათა ქსელში „მეგალაბი“(2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით);

 

  1. ფარმაცევტულ ქსელში „ფარმადეპო“ 30%-იან ფასდაკლებას კოსმეტიკურ ბრენდებზე: ბოდი შოპი, დიპლონა, ლავერა, ივსენ ფარმა, ტოპი კრემი, ვიში, ლაროში, ფიტო, ჯოვაე, ალკმენე, ნუმისმედი, ატირანსი (2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით).

 

ტექინსპექტირების ქსელი „გრინვეი“ მალე ე.წ. მწვანე ბიზნესი გახდება. კომპანიამ თანამშრომლების ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, შიდა პროგრამა წამოიწყო, რომელიც კომპანიის პერსონალში კოვიდ უსაფრთხოებაზე ცნოებიერების ამაღლებას და ვაქცინაციის წახალისებას ემსახურება.

 

გრინვეის თანამშრომლებთან ყოველდღიურად წარმოებს აქტიური კომუნიკაცია, რომლის ფარგლებშიც კომპანია კვალიფიციურ და სანდო ინფორმაციას უზიარებს თანამშრომლებს, არწმუნებს მათ ვაქცინაციის მნიშვნელობაში და, დამატებით, ვაქცინირებულ თანამშრომლებს ახალისებს სპეციალური ლატარეის გამართვით: ყოველთვიურად, მხოლოდ აცრილი თანამშრომლებისთვის, თამაშდება სოლიდური ფულადი პრიზები.

 

ჩვენ გვჯერა, რომ პანდემიას მხოლოდ ვაქცინაციით დავამარცხებთ. გრინვეის, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის, ამოცანაა, მაქსიმალურად წავახალისოთ და დავამოტივიროთ ადამიანები, რომ გამოიყენონ ვაქცინა, როგორც მეცნიერების მიღწევა და თავისი წვლილი შეიტანონ პანდემიის დამარცხებაში. გვსურს, ჩვენი მხრიდანაც შევახსენოთ მოსახლეობას, თუ რამდენად აუცილებელია ვაქცინაცია, ხოლო ვაქცინირებული, ანუ პასუხისმგებლიანი მოქალაქეებისადმი ჩვენი დაფასება გამოვხატოთ სპეციალური საჩუქრებით. მითუმეტეს, რომ ჩვენი მომხმარებლები არიან ავტომოფლობელები, რომელთა მობილობა არის ძალიან მაღალი და ბევრ ადამიანთან უწევთ კონტაქტი.

 

გთხოვთ, ვაუჩერების განაღდების დროს თან იქონიოთ კოვიდ პასპორტი.