ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებები ტექინსპექტირებაში - 2023
19 December, 2022

2023 წლის იანვრიდან, ეტაპობრივად იგეგმება ტექინსპექტირების ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედება.

 

ცვლილება მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:

 

1) გამონაბოლქვის დასაშვები კოეფიციენტი შემცირებას

 

იმ ბენზინის ძრავით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის,  რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარეს პირველადი რეგისტრაცია 2020 წლის 1 აპრილამდე, 2023 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,55% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.55%; 

 

შეგახსენებთ, რომ ეს ავტომობილები დღეს მოწმდება:  ძრავას უქმ სვლაზე – 0,60% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.60%

 

ცვლილებები  არ ეხება დიზელზე მომუშავე ავტომობილებს  და არც 2020 წლის  1 აპრილის მერე რეგისტრირებულ ბენზინის ძრავით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებს, რადგან 2020 წლის 1 აპრილიდან ქვეყანაში შემოსული ყველა ავტომობილისთვის სავალდებულოა კატალიზატორის ქონა (დასაშვებია უნივერსალური კატალიზატორიც, თუ მუშაობს გამართულად და თავის ფუნქციას ასრულებს), მანქანები მოწმდებიან გამონაბოლქვზე 0.5 -0.3 (მაღალ ბრუნზე და დაბალ ბრუნზე). ეს ავტომობილები ასევე მოწმდება ლამბდა კოეფიციენტზეც. 

 

2) ცვლილება მეორადი ინსპექტირების საფასურში

 

მთავრობის #562 დადგენილების მიხედვით, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირებისთვის მფლობელს დამატებითი საფასურის გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ რომ,  ამ დრომდე 30 კალენდარული დღის ვადაში განმეორებითი ინსპექტირება უფასო იყო.

 

2023 წლის 1 თებერვლიდან 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექინსპექტირება 100 ლარი, განმეორებითი ინსპექტირება 30 ლარი ეღირება; დანარჩენ შემთხვევებზე პირველადი ინსპექტირების საფასური 60 ლარია, განმეორებითის 20 ლარი.

 

M1 კატეგორიის ელექტრომობილებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 48 ლარით, ხოლო განმეორებითი ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 15 ლარით.

 

ტექინსპექტირების ტარიფი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტურია.

 

იხილეთ ფასები ცხრილში

 

 

3) ხმაურის დონის შემოწმება

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება (#569) ხმაურის შემოწმებასთან დაკავშირებით 1 იანვრიდან ამოქმედდება და შეეხება ყველა ავტოტრანსპორტს.

 

ავტომობილის ხმაურზე შემოწმების გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტირების ორგანო.

 

ხმაურის შემოწმდება შემდეგი კრიტერიუმებით:

 

უმნიშვნელო ხარვეზი:

 

ბენზინი:

· M1, N1 კატეგორია - 95 (დბ) – 105 (დბ)- შორის

· M2, N2 კატეგორია - 100 (დბ) – 110 (დბ)-შორის

· M3, N3 კატეგორია -105 (დბ) – 115 (დბ)-შორის

 

დიზელი:

· M1, N1 კატეგორია - 100 (დბ) – 110 (დბ)-შორის

· M2, N2 კატეგორია - 105 (დბ) – 115 (დბ)-შორის

· M3, N3 კატეგორია -110 (დბ) – 120 (დბ)-შორის

 

მნიშვნელოვანი ხარვეზი:

 

ბენზინი:

· M1, N1 კატეგორია - აღემატება 105 (დბ)-ს

· M2, N2 კატეგორია - აღემატება 110 (დბ)-ს

· M3, N3 კატეგორია -აღემატება 115 (დბ)-ს

 

დიზელი:

· M1, N1 კატეგორია - აღემატება 110 (დბ)-ს

· M2, N2 კატეგორია - აღემატება 115 (დბ)-ს

· M3, N3 კატეგორია -აღემატება 120 (დბ)-ს

 

ამ და სხვა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ გრინვეის ვებ  და Facebook გვერდს.