2023 წლის იანვრიდან, იგეგმება ტექინსპექტირების რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედება.
გამონაბოლქვის კოეფიციენტისა და მეორადი ტექინსპექტირების ტარიფის ცვლილებასთან ერთად ძალაში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება - ხმაურის დონის შემოწმება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება (#569) ხმაურის შემოწმებასთან დაკავშირებით 1 იანვრიდან ამოქმედდება და შეეხება ყველა ავტოტრანსპორტს.
ავტომობილის ხმაურზე შემოწმების გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტირების ორგანო.
ხმაურის შემოწმდება შემდეგი კრიტერიუმებით:
უმნიშვნელო ხარვეზი:
ბენზინი:
· M1, N1 კატეგორია - 95 (დბ) – 105 (დბ)- შორის
· M2, N2 კატეგორია - 100 (დბ) – 110 (დბ)-შორის
· M3, N3 კატეგორია -105 (დბ) – 115 (დბ)-შორის
დიზელი:
· M1, N1 კატეგორია - 100 (დბ) – 110 (დბ)-შორის
· M2, N2 კატეგორია - 105 (დბ) – 115 (დბ)-შორის
· M3, N3 კატეგორია -110 (დბ) – 120 (დბ)-შორის
მნიშვნელოვანი ხარვეზი:
ბენზინი:
· M1, N1 კატეგორია - აღემატება 105 (დბ)-ს
· M2, N2 კატეგორია - აღემატება 110 (დბ)-ს
· M3, N3 კატეგორია -აღემატება 115 (დბ)-ს
დიზელი:
· M1, N1 კატეგორია - აღემატება 110 (დბ)-ს
· M2, N2 კატეგორია - აღემატება 115 (დბ)-ს
· M3, N3 კატეგორია -აღემატება 120 (დბ)-ს
ამ და სხვა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ გრინვეის ვებ და Facebook გვერდს.