განმეორებითი ინსპექტირების დროს ავტომობილი მოწმდება იმ დეტალებზე, რაზეც დახარვეზდა. თუ პირველადი ინსპექტირების დროს მაყუჩი იყო დახარვეზებული, განმეორებით ვიზიტზე შემოწმდება გამონაბოლქვზეც. ასევე მოწმდება სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური მხარე.
პირველადი ინსპექტირების შემდეგ, ავტომობილის დახარვეზების შემთხვევაში, ავტომფლობელს მიეცემა 30 კალენდარული დღე.
30 კალენდარული დღის განმავლობაში, განმეორებით ინსპექტირებაზე მოსული ავტომობილის კვლავ დახარვეზების შემთხვევაში, ავტომობილმა თავიდან უნდა გაიაროს პირველადი ინსპექტირება 10 კალენდარულ დღეში.
პირველადი ინსპექტირებისთვის ამჯერად ავტომობილის მფლობელს მიენიჭება 10 კალენდარული დღე და შესაბამისად გადაიხდის პირველადი ინსპექტირების საფასურს.
10 დღიანი ვადა ავტომფლობელს მიეცემა იმ დრომდე და იმდენჯერ, სანამ ავტომობილის მნიშვნელოვან და სახიფათო ხარვეზებს არ აღმოფხვრის.
შესაბამისად, ყოველ ჯერზე, მანამ, სანამ არ გაივლის ტექინსპექტირებას, გადაიხდის პირველადი ტექინსპექტირების ღირებულებას.
განმეორებითი ინსპექტირების საფასური 20 ლარით((M1 ,N1 ,O3 ,O4 ) , 30ლარით( M2,M3,N2,N3)ან 15 ლარით ( ელექტრომობილები) განისაზღვრება მხოლოდ 30 კალენდარული დღის განმავლობაში, შესაბამისად 31-ე დღეს თავიდან მოგიწევთ პირველადი ინსპექტირების საფასურის გადახდა .(60, 100 ან 48 ლ - მანქანის კატეგორიის შესაბამისად ).
დიახ, განმეორებით ინსპექტირებაზე გრინვეის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ მობრძანდეთ
სამწუხაროდ გადავადება კანონის ფარგლებში არ ხდება , უნდა გაიაროთ შესაბამის ვადებში ან თავიდან გაიაროთ პირველადი ინსპექტირება.
სრულ შემოწმებას დაახლოებით 15-20 წუთი სჭირდება.
თქვენი უსაფრთხოების მიზნით, საინსპექციო სივრცეში შესვლა აკრძალულია, თუმცა შეგიძლიათ მოსაცდელი ოთახის გამჭირვალე შუშებიდან თვალი ადევნოთ თქვენი ავტომობილის ინსპექტირების სრულ პროცესს.
მსუბუქი ავტომობილი - 60 ლარი
სატვირთო ან სამგზავრო ავტომობილი - 100 ლარი
მისაბმელი - 60 ლარი
ელექტრომობილი- 48 ლარი.
ტარიფი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტურია.
გრინვეის ფილიალებში ადგილზე გადახდა შესაძლებელია:
ნებისმიერი პლასტიკური ბარათით (მათ შორის American Express) ;
სწრაფი გადახდის აპარატით.
ბარათით გადახდის შემთხვევაში ანგარიშიდან გეჭრებათ ზუსტად 60, 48 ან 100 ლარი (ავტომობილის კატეგორიის შესაბამისად ).
თუ ნაღდი ანგარიშსწორება გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სწრაფი გადახდის აპარატი. ამ შემთხვევაში, ინსპექტირების საფასურს დაემატება საკომისიო. მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში აპარატში უნდა შეიტანოთ 60 +1 ლარი, სატვირთოს შემთხვევაში 100 + 2 ლარი, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში 48 + 1ლარი ( გაითვალისწინეთ , რომ ეს თანხა უნდა იქონიოთ ზუსტად , რადგან ადგილზე გრინვეის პერსონალს თანხის დახურდავების უფლება არ აქვს).
თუ გსურთ თანხის წინასწარ გადახდა , ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თანხა გადაიხადოთ :
ინტერნეტბანკით;
გრინვეის საიტის მეშვეობით დაჯავშნის დროს;
სხვა ნებისმიერ ლოკაციაზე მდებარე სწრაფი გადახდის აპარატით.
ამ შემთხვევაში აუცილებელია ადგილზე იქონიოთ გადახდის ქვითარი .
იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ ორიგინალი ტექ.პასპორტი, იმისათვის რომ გაიაროთ ტექ.დათვალიერება უნდა გქონდეთ ტექ.პასპორტის ფოტოები ან ქსერო-ასლი.
ავტომობილის მოყვანა ტექ.დათვალიერებაზე ნებისმიერ პირს შეუძლია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს პირი ავტომობილის მფლობელი, მთავარია თან იქონიოს ავტომობილის ტექ.პასპორტი, ტექპასპორტის ასლი ან ფოტოსურათი.
3500 კგ-მდე მისაბმელებს, მოტოციკლებს და L კატეგორიის (მოტოციკლებს, მოპედებს, სკუტერებს, კვადროცოკლებს, ტრიციკლებს) სატრანსპორტო საშუალებებს:
ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (გამოშვებული 1960 წლამდე);
სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ექსპლუატაცია მფლობელის მიერ დროებით შეჩერებულია;
მსუბუქ სამგზავრო ავტომობილებს, რომლების გამოშვებიდან 4 წელი არ არის გასული;
სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს;
ავტომობილებს, რომლებსაც საქართველოში ჯერ არ გაუვლიათ დადგენილი წესით რეგისტრაცია (ტრანზიტული, განუბაჟებელი, უცხო ნომრებზე და ა.შ...).
დიახ, 2020წლის 1 იანვრიდან აუცილებელია გამართულობის სერთიფიკატი თხევად გაზზე.
ჩვენს სერვის ცენტრებში ავტომობილების გაზის სისტემის შემოწმება არ ხდება . შესაბამის ცენტრში შეამოწმებინებთ გაზის სისტემას, შემდეგ კი წარმოადგენთ სისტემის გამართულობის სერტიფიკატს გრინვეიში.
დიახ, თუ თქვენი ავტომობილი მუშაობს გაზზე აუცილებელია წარმოადგინოთ გაზის საბუთი , წინააღმდეგ შემთხვევაში დახარვეზებით და ამ ხარვეზის გამოსასწორებლად მოგენიჭებათ 30 კალენდარული დღე .
აუცილებელია, რომ ტექ.პასპორტში მითითებული ინფორმაცია შეესაბამებოდეს ავტომობილის მდგომარეობას , შესაბამისად თუ თქვენი ავტომობილი გაზზე მუშაობს და ეს ტექ.პასპორტში მითითებული არაა, ეს იქნება ხარვეზის საფუძველი , რომელიც 30 დღის განმავლობაში შეგიძლიათ გამოასწოროთ .
თუ ავტომობილი საქართველოში რეგისტრირებულია 2020 წლის 1 აპრილამდე და მას საჭე უკვე გადატანილი აქვს, ის არ დახარვეზდება ამ მიზეზის გამო.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2020 წლის 1 აპრილიდან და ამის შემდეგ მოხდა მათზე საჭის გადატანა, ტექინსპექტორებას ვერ გაივლიან.
ასევე, დახარვეზდება ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც 2020 წლის 1 აპრილიდან გაიარეს ტექინსპექტირება, ანგარიშში დაფიქსირდა მათი საჭის მდებარეობა და ამის შემდეგ მოხდა საჭის გადატანა.
2020 წლის 1 აპრილამდე საქართველოში პირველად რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კატალიზატორი არ არის სავალდებულო.
2020 წლის 1 აპრილის შემდეგ საქართველოში პირველად რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კატალიზატორი სავალდებულოა.
ზოგადად, ჯავშანი აუცილებელი არ არის , ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან ტექ.დათვალიერების გასავლელად.
დიახ, თუ რამე შეფერხება არაა აუცილებლად მიიღებთ კონკრეტულ დროს მომსახურეობას, უპირატესობა ყოველთვის ენიჭება დაჯავშნილ ავტომობილს.
იმ შემთხვევაში თუ შეფერხებაა, ან პიკები , შესაძლებელია ადგილზე ცოტახანი მოგიწიოთ ლოდინი. პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გრინვეის ცხელ ხაზს : 032 2 99 77 77
ამ შემთხვევაში პირველ რიგში დაუკავშირდით გრინვეის ცხელ ხაზს 032 2 99 77 77, თუ ზუსტად 8 - ზე მიხვალთ, გაგიფრთხილებთ ცენტრს და თუ ბევრი მანქანა არაა აუცილებლად დაგელოდებიან.
თანხის ჩარიცხვა ან ვიზიტის დაჯავშნა და ტექდათვალიერების ჯარიმა ერთმანეთთან კავშირში არაა, ინფორმაცია შსს-ში იგზავნება უკვე გავლილ ტექდათვალიერებაზე და არა თანხის ჩარიცხვაზე. ამიტომ ეცადეთ დროულად გაიაროთ ტექდათვალიერება.
ჯარიმა შეგიძლიათ გადაამოწმოთ საპატრულო პოლიციის საიტზე (police.ge) ან დაუკავშირდეთ მათ ცხელ ხაზს : 032 2 41 42 42
ტექ.დათვალიერების თარიღი ენიჭება ავტომობილის ვინ კოდს და არა ნომერს , შესაბამისად გადაფორმების და ახალი ნომრის აღების შემთხვევაში ტექ.დათვალიერების თავიდან ჩატარება არ მოგიწევთ . გადაყვება იგივე ტექ.დათვალიერების ვადა , რაც ქონდა წინა ნომრით.
ამ შემთხვევაში შესაძლებელია გრინვეისთან ხელშეკრულების გაფორმება , დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 032 2 99 77 77.
დიახ, სასურველია საბარგული იყოს დაცლილი.
თუ თქვენს ავტომობილს ტექ.დათვალიერება გრინვეიში აქვს გავლილი , შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 032 2 99 77 77, ოქმი ან ელექტრონულად გადმოგეგზავნებათ ან აიღებთ გრინვეის ნებისმიერ ფილიალში.
დიახ, თქვენი ავტომობილის ინსპექტირების შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენთან ელექტრონულად ფიქსირდება , შესაბამისად წინა ინსპექტირების ოქმის წარმოდგენა აუცილებელი არ არის.
გაზის საბუთის წარმოდგენა ყოველი ტექ.დათვალიერების დროს აუცილებელია .
თბილისის ფილიალები
ორშაბათი- პარასკევი : 09:00-20:00
შაბათი : 10:00 – 18:00
კვირა : 10:00-15:00
რეგიონის ფილიალები
ორშაბათი- პარასკევი : 09:00-18:00
შაბათი : 10:00 – 15: 00
ტაქსის ლიცენზიის მქონე ავტომობილებისთვის ტექ.დათვალიერების ჩატარება აუცილებელია 6 თვეში ერთხელ.
დიახ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ავტომობილი პირველად ინსპექტირებაზე დახარვეზდება ტაქსის ლიცენზია შეგიჩერდებათ.
თუ ლიცენზია გაუქმდა, უნდა გაატაროთ ტექდათვალიერება მაინც იმ ვადაში რაც გიწევდათ ლიცენზიის დროს. მაგალითად: თუ გაიარეთ ტექდათვალიერება 5 თვის წინ და ლიცენზიის შემთხვევაში ტექდათვალიერების ვადა არის 6 თვე მოგიწევთ მეექვსე თვე გაატაროთ და უკვე ამ გატარებაზე მიიღოთ ერთწლიანი ან ორწლიანი ტექდათვალიერება.
ავტომატურ რეჟიმში ლიცენზიის გაუქმებასთან ერთად არ გახანგრძლივდება ტექდათვალიერების ვადა.
ტექდათვალიერება უნდა გაიაროთ მანამ, სანამ აიღებთ ლიცენზიას. ავტომობილს მიენიჭება 6 თვიანი ვადა იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციისას განაცხადებთ ლიცენზიის აღების სურვილს.
იმ შემთხვევაში თუ არ განაცხადებთ, მიენიჭება შესაბამისი ვადა ერთწლიანი/ორწლიანი თუმცა ლიცენზიის აღების შემდეგ, მაინც 6 თვეში უნდა გაატაროთ, იმის მიუხედავად ერთწლიანი თუ ორწლიანი ვადა აქვს ტექინსპექტირებას, რომ არ გაუქმდეს ლიცენზია.
დიახ, იმისათვის რომ ტაქსის ლიცენზია არ შეგიჩერდეთ , აუცილებელია ტექ.დათვალიერება გაიაროთ ტაქსის ლიცენზიის აღებიდან 6 თვის შემდეგ , მიუხედავად იმისა მანამდე რამდენ წლიანი ინსპექტირების თარიღი ქონდა მინიჭებული ავტომობილს .
ტექ.დათვალიერების ვადა ითვლება ლიცენზიის აღებიდან.
დიახ. იმისათვის, რომ ისარგებლოთ ტაქსის ლიცენზიით, აუცილებელია ტექ.დათვალიერების გავლა 6 თვეში ერთხელ , მიუხედავად იმისა, თუ რა ასაკისაა ავტომობილი.
ტაქსის ლიცენზიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზს : 032 2 72 22 22
თუ აირბაგი გათვალისწინებულია ქარხნულად და არ აყენია ავტომობილში ან გახსნილია - ვერ გაივლით ინსპექტირებას.
მინამწმენდების არეაში დაუშვებელია ბზარების ან და ლაქების არსებობა.ხარვეზის ხარისხი ინსპექტირების ცენტრში დგინდება, უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ფილიალში მოიყვანოთ ავტომობილი ადგილზე რომ შეფასდეს დაზიანების ხარისხი. მინამწმენდის არეში დასაშვებია მხოლოდ 5მილიმეტრამდე ნაკენჭურების არსებობა.
უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით , თუ ფარი გატეხილი ან გაბზარულია ტექ.დათვალიერებას ვერ გაივლით .
ვიზუალური შემოწმებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად აკმაყოფილებს გამონაბოლქვი კანონით დადგენილ ნორმებს. თუმცა, ვიზუალურაი შემოწმებისას შავი, ნაცრისფერი ან ლურჯი ფერის შემთხვევაში დახარვეზდება, თეთრის - არა.
უსაფრთხოების ღვედის საკეტი და ამომწევი არ უნდა იყოს დაზიანებული და გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს, ღვედი იცავს მძღოლის და მგზავრების უსაფრთხოებას ავტოსანტრანსპორტო შემთხვევის (ავარიის) დროს. ასე რომ ღვედი გამართული უნდა იყოს.
2020 წლის 1 აპრილამდე საქართველოში პირველად რეგისტრირებული, ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის :
2023 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა CO-ს დონე არაუმეტეს ძრავას უქმ სვლაზე – 0,55 %-ს და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) – 0.55 %-სა ნაცვლად 0.60 -0.60 %-ისა;
2020 წლის 1 აპრილის შემდეგ საქართველოში პირველად რეგისტრირებული, ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის სავალდებულოა:
CO-ს დონე არაუმეტეს ძრავას უქმ სვლაზე – 0,5%-ს და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) – 0.3%-სა
კოეფიციენტი ლამბდა არ უნდა აღემატებოდეს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ დადგენილ სიდიდეს, ამ ინფორმაციის უქონლობის შემთხვევაში კი – 1 ± 0,03-ს;
მხოლოდ აირზე (CNG/LPG/LNG) მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი ექვემდებარება შემოწმებას დადგენილი პარამეტრების შესაბამისად:
CO-ს დონე არაუმეტეს ძრავას უქმ სვლაზე – 0,5%-ს და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი
ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) – 0.3%-სა - ლამბდა არა მოწმდება.
დიზელის ძრავიან ავტომობილებზე:
ჩვეულებრივი დიზელის ძრავებისთვის – 2,5 m-1-ს,
დიზელის ძრავებისთვის ტურბოჩაბერვით – 3,0 m-1-ს;
ქარხნულად უკატალიზატორო ავტომობილებზე:
– იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1987 წლის ჩათვლით– 4,5 %-ს;
– იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1988 წლის 1 იანვრიდან – 3.5 %-ს;
საბურავის ასაკი - საბურავის გამოშვებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელზე მეტი (მნიშნელობა აქვს კვირებსაც).
ოთხივე საბურავზე უნდა იყოს დატანილი საბურავის გამოშვების თარიღი
უნდა იყოს წინა ღერძზე ორი ერთნაირი და უკანა ღერძზე ორი ერთნაირი საბურავი.
საბურავი არ უნდა იყოს გაცვეთილი
თუ ავტომობილს აქვს სანისლე ფარების ჩამრთველი , ფარებიც უნდა უმუშავებდეს, თუ არ აქვს ჩამრთველი მაშინ არაა პრობლემა.
მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში უკანა სავარძლის ღვედები არ მოწმდება .
2023 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური რეგლამენტით ემატება ავტომობილის ხმაურის შემოწმება.
ავტომობილის ხმაურზე შემოწმების გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტირების ორგანო.
ხმაურის შემოწმდება შემდეგი კრიტერიუმებით:
უმნიშვნელო ხარვეზი:
ბენზინი:
· M1, N1 კატეგორია - 95 (დბ) – 105 (დბ)- შორის
· M2, N2 კატეგორია - 100 (დბ) – 110 (დბ)-შორის
· M3, N3 კატეგორია -105 (დბ) – 115 (დბ)-შორის
დიზელი:
· M1, N1 კატეგორია - 100 (დბ) – 110 (დბ)-შორის
· M2, N2 კატეგორია - 105 (დბ) – 115 (დბ)-შორის
· M3, N3 კატეგორია -110 (დბ) – 120 (დბ)-შორის
მნიშვნელოვანი ხარვეზი:
ბენზინი:
· M1, N1 კატეგორია - აღემატება 105 (დბ)-ს
· M2, N2 კატეგორია - აღემატება 110 (დბ)-ს
· M3, N3 კატეგორია -აღემატება 115 (დბ)-ს
დიზელი:
· M1, N1 კატეგორია - აღემატება 110 (დბ)-ს
· M2, N2 კატეგორია - აღემატება 115 (დბ)-ს
· M3, N3 კატეგორია -აღემატება 120 (დბ)-ს
2023 წლის 1 თებერვლიდან იცვლება განმეორებითი ინსპექტირების საფასური ტექნიკურ რეგლამენტით.
განმეორებითი ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 20 ლარით (მსუბუქი M1 ,N1 ,O3 ,O4 კატეგორიისთვის ) 30 ლარით ( სამგზავრო/სატვირთო M2,M3,N2,N3 კატეგორიისთვის )ან 15 ლარით (ელექტრომობილები) მანქანის კატეგორიის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მიხედვით :
ტექ.ინსპექტირების გაუვლელობის გამო ფიზიკური პირი ჯარიმდება 50 ლარით , იურიდიული პირი 200 ლარით .
ავტომობილის ტექინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ არ გაივლის ტექინსპექტირებას, დაეკისრება ჯარიმა - 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს - 300 ლარის ოდენობით.
იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექინსპექტირებას, ჯარიმის ოდენობა გაიზრდება - ფიზიკური პირის შემთხვევაში 300 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 500 ლარამდე
კვლავ 30 დღის გასვლის შემდგომ იგივე სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის არის 500 ლარი, იურიდიული პირისთვის - 700.
გაითვალისწინეთ, 500 ლარიანი და 700 ლარიანი ჯარიმის ოდენობა მოქმედებს ყოველ მომდევნო 30 დღეზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზს : 032 2414242 ჯარიმების გადამოწმება შეგიძლიათ საიტზე : police.ge .