გამონაბოლქვის დასაშვები კოეფიციენტი მცირდება
13 December, 2022

2023 წლის 1 იანვრიდან, იგეგმება ტექინსპექტირების რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედება. ცვლილება შეეხება გამონაბოლქვის კოეფიციენტის შემცირებას (გამკაცრებას): 

 

იმ ბენზინის ძრავით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის,  რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარეს პირველადი რეგისტრაცია 2020 წლის 1 აპრილამდე, 2023 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,55% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.55%; 

 

შეგახსენებთ, რომ ეს ავტომობილები დღეს მოწმდება:  ძრავას უქმ სვლაზე – 0,60% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.60%

 

ცვლილებები  არ ეხება დიზელზე მომუშავე ავტომობილებს  და არც 2020 წლის  1 აპრილის მერე რეგისტრირებულ ბენზინის ძრავით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებს, რადგან 2020 წლის 1 აპრილიდან ქვეყანაში შემოსული ყველა ავტომობილისთვის სავალდებულოა კატალიზატორის ქონა (დასაშვებია უნივერსალური კატალიზატორიც, თუ მუშაობს გამართულად და თავის ფუნქციას ასრულებს), მანქანები მოწმდებიან გამონაბოლქვზე 0.5 -0.3 (მაღალ ბრუნზე და დაბალ ბრუნზე). ეს ავტომობილები ასევე მოწმდება ლამბდა კოეფიციენტზეც. 

 

 

ამ და სხვა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ გრინვეის ვებ  და Facebook გვერდს