ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც აუცილებელი პროცედურაა და დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ დადგენილ კონკრეტულ ნორმებთან, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი.
დღეს ყველა თანხმდება, რომ ინსპექტირებაგავლილი ავტომობილი, უსაფრთხოა იმ გარემოსთვის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რადგან სწორ ექსპლუატაციაში მყოფი მანქანა ნაკლებად გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და ნაკლებ სარისკოა ადამიანების ჯანმრთელობისთვის.
კონკრეტულად კი, როდესაც თქვენ ავტომობილით გადაადგილდებით და მანქანის ძრავი ჩართულია, გარემოში გამოიყოფა სხვადასხვა სახის მომწამლავი ნივთიერებები. ამ მხრივ, ყურადღება გასამახვილებელია ნახშირორჟანგზე და სხვა სახიფათო ნაწილაკებზე. სწორედ ეს ემისიები მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ქმნიან სმოგს, რომელიც შეიცავს ოზონსა და მხუთავ აირს.
საქართველოში ტექდათვალიერება 2018 წელს განახლდა და დადგენილი ნორმების მხრივ დღემდე მრავალი ცვლილება განიცადა. 2021 წლის 1 იანვრიდან ცვლილებები შეეხო გამონაბოლქვის (co)-ს მაჩვენებელს. კონკრეტულად:
2020 წლის 1 აპრილიდან რეგისტრირებული ავტომობილებისთვის:
რაც შეეხება ლამბდა კოეფიციენტს მისი დიაპაზონი მერყეობს 1+ -0.03 შუალედში.
ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გამონაბოლქვის კომპონენტის ვიზუალური შემოწმებისას, ავტომობილი არ უნდა გამოყოფდეს მოლურჯო-მონაცრისფრო ან შავ კვამლს.
ეწვიე გრინვეის ნებისმიერ ფილიალს, მთელი ქვეყნის მასშტაბით და გაიარე ტექინსპექტირება უმარტივესად. მისამართების სანახავად გადადი ლინკზე: https://umartivesad.ge/ka/service-centers
შეამოწმე ტექდათვალიერების თარიღი გრინვეის ვებ-გვერდზე https://umartivesad.ge/, გამართე ავტომობილი და მოემზადე გრინვეიში ვიზიტისთვის.
დაათვალიერე ხშირად დასმული კითხვების გვერდი და მიიღე ამომწურავი ინფორმაცია ტექდათვალიერების შესახებ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდი: 032 299 77 77