სს „გრინვეი საქართველო“ აგრძელებს რეგიონების მოვლას
20 July, 2019

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელი სს „გრინვეი საქართველო“ აგრძელებს რეგიონების მოვლას, ამჯერად კომპანიის ხელმძღვანელობა რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო რწმუნებულს არჩილ ჯაფარიძეს და რწმუნებულის მოადგილეს ლევან ქვათაძეს შეხვდა.

 


სს „გრინვეი საქართველომ“ ამბროლაურში სერვის ცენტრი მიმდინარე წლის თებერვალში გახსნა. რეგიონში განხორციელებულმა ინვესტიციამ  დაახლოებით 500 000 ლარი შეადგინა და შეიქმნა 10 ახალი სამუშაო ადგილი.


კომპანიამ ზაფხულის კამპანიის ფარგლებში სპეციალურად საქართველოს რეგიონებისთვის სტაჟირების უფასო პროგრამა შეიმუშავა და წარმატებულ კანდიდატებს დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს. სს “გრინვეი საქართველოს“ დირექტორმა, ვახტანგ ებიტაშვილმა სტუმრებს სტაჟირების პროგრამა დეტალურად გააცნო. პროგრამაში ჩართული სტაჟიორები ტექნიკური ინსპექტირების  სერვის ცენტრებში გაივლიან ორთვიან უფასო სტაჟირებას, ინტენსიური გადამზადების დროს შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტექნიკური ინსპექტირების დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ.

 

სს „გრინვეი საქართველო“ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის  10 სერვის ცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ასევე, ისეთი ტერიტორიული ერთეულებისთვის, სადაც ტექნიკური ინსპექტირების მუდმივი ცენტრები არ არის, კომპანია გადასატან ტექინსპექტირების სადგურებს ფლობს.

 

სს „გრინვეი საქართველოს“ პარტნიორია ესპანური ტექნიკური ინსპექტირების ბრენდი „Applus“, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. სწორედ, ესპანური გამოცდილების გათვალისწინებით მოეწყო ტექინსპექტირების ქსელი საქართველოში და „გრინვეი“ მთელი საქართველოს მაშტაბით მომხმარებელს მაღალკვალიფიციურ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.


 
კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 53 მლ ინვესტიცია და შექმნა 370 სამუშაო ადგილი.

 

სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე: https://www.umartivesad.ge/ka/news/stajireba-grinveishi