შეხვედრები ლიეტუვის ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან
18 May, 2023

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა ტექინსპექტირების რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილება - ხმაურის დონის შემოწმებაზე, რომელიც შეეხება ყველა ავტოტრანსპორტს.

 


სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში 10-11-12 მაისს, ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) პროგრამის ფარგლებში (ტექნიკური ინსპექტირების დროს ხმაურის დონის შემოწმების საკითხებთან დაკავშირებით) გაიმართა შეხვედრები ლიეტუვის ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

 


სააგენტოს მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ გვენეტაძე, ლიეტუვის მხრიდან კი ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის კომპანია გრინვეის წარმომადგენლები.

 


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში ხმაურის დონის შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 


შეხვედრის დასასრულს, განხორციელდა უშუალოდ კომპანია გრინვეის  ინსპექტირების ცენტრში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების და ინსპექტირების დროს ხმაურის დონის შემოწმების  დემონსტრირება.

 


კომპანია გრინვეი, აღჭურვილია ყველა სათანადო ტექნიკით და დანადგარით, რაც საჭიროა რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებებით, ინსპექტირების პროცესის გამართულად ჩასატარებლად.