საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სტუდენტების დასაქმების პროგრამის ფარგლებში შეხვედრას უმასპინძლა, სადაც "გრინვეი საქართველოს" ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ.
გრინვეისა და “სტუ”-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2024 წლის მარტში გაფორმდა, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე კი გრინვეის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გაუზიარეს მათ მიმდინარე ვაკანსიები, განიხილეს გრინვეისა და USAID-ის საერთო პროექტი “გრინვეი აკადემია”, რომელიც საქართველოში, ავტოინსპექტირების ბაზარზე უპრეცედენტოა და მიზნად ისახავს არსებული და მომავალი კადრების პროფესიონალურ გადამზადებას.