სანომრე ნიშნის ცვლილება, საჩუქრები გრინვეისგან, ტექდათვალიერება
18 March, 2021

თუ უკვე გადახვედით ახალ სანომრე ნიშანზე, გვეწვიეთ გრინვეის თბილისის ნებისმიერ ფილიალში, გაიარეთ ტექდათვალიერება  და მიიღეთ საჩუქრად უფასო რეცხვა გრინვოშისგან.

აქცია ძალაშია გრინვეის თბილისის ფილიალებში, 14 აპრილის ჩათვლით.

 

შეგახსენებთ რომ, სატრანსპორტო საშუალების, ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს, იურიდიული ძალა 31 მარტის ჩათვლით უნარჩუნდება. დაინტერესებულ პირებს, 2021 წლის 24 თებერვლიდან შესაძლებლობა აქვთ, მომსახურების სააგენტოში, ძველი  სანომრე ნიშნები შეცვალონ ახლით. ეს პროცედურა ხორციელდება დისტანციურ რეჟიმშიც - ელექტრონული ფორმით, მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
 

 

მას შემდეგ რაც გადახვალთ ახალ სანომრე ნიშანზე, ტექდათვალიერების თარიღი  ,,ვინ კოდის“ მეშვეობით გადაყვება ახალ ნომერთან ერთად. რაც იმას ნიშნავს, რომ სანომრე ნიშნის ცვლილება კავშირში არ არის ტექდათვალიერების თარიღთან.

 

იმ შემთხვევაში, თუ დრო არ გაქვთ და ვერ ახერხებთ ტექდათვალიერებაზე მოსვლას, მაშინ გამოატანეთ ავტომობილი მეგობარს, ჩვენი თანამშრომლები კი იზრუნებენ დროულად და მარტივად გაატარონ ტექდათვალიერება თქვენს ავტომობილს. აღნიშნული პროცედურისთვის საჭიროა მხოლოდ ტექპასპორტის ქონა. წინასწარ დაჯავშნეთ ვიზიტი ვებ-გვერდიდან https://umartivesad.ge და მოემზადეთ გრინვეიში ტექინსპექტირების გასავლელად.  

 

თუ პირველივე ცდაზე ვერ გაიარეთ ტექდათვალიერება, 30 კალენდარული დღე გაქვთ ხარვეზების გამოსასწორებლად. განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება უფასოა და შეიძლება ჩატარდეს ჩვენივე კომპანიის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ იმ პარამეტრებზე, რომლებზეც ხარვეზები გამოვლინდა. თუ განმეორებითი ტექდათვალიერებისთვის სხვა კომპანიას მიაკითხავთ, მოგიწევთ თანხის ხელმეორედ სრულად გადახდა და ინსპექტირებაც ყველა პარამეტრზე ჩატარდება.

ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით გრინვეის ცხელ ხაზზე: 032 299 77 7