სანომრე ნიშნის ცვლილება, განბაჟება და გადაფორმება
21 January, 2021

გრინვეის ფეისბუქ გვერდზე ხშირად მეორდება კითხვები სანომრე ნიშანთან, განსაბაჟებელ ავტომობილებთან და მანქანის გადაფორმებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე:

29 იანვარს მიწევს ტექდათვალიერება და მიყენია ძველი სანომრე ნიშანი, შევძლებ ინსპექტირების გავლას თუ უნდა გამოვცვალო და ისე მოვიდე?

ტექდათლვალიერების გავლას ჩვეულებრივად შეძლებთ ძველი სანომრე ნიშნით. თუმცა, მისი შეცვლა შემდგომ მოგიწევთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა.



სანომრე ნიშანი რომ შევცვალო, გადაყვება ტექდათვალიერების თარიღი?
ხელმეორედ ხომ არ მომიწევს გატარება? 

სანომრე ნიშნის ცვლილების შემდეგ, თქვენს ავტომობილს გადაყვება იგივე თარიღი და თავიდან გატარება არ მოგიწევთ. ტექდათვალიერების თარიღის გაგებას შეძლებთ გრინვეის ვებ-გვერდიდან.


 

ავტომობილს ვყიდულობ და გადაფორმებისას ტექდათვალიერების თარიღი გადაყვება?

დიახ, ტექდათვალიერების თარიღი ავტომობილის გადაფორმებისას უცვლელი რჩება. სანამ გადაიფორმებთ, შეგიძლიათ წინასწარ გადაამოწმოთ როდის უწევს ტექინსპექტირება ან ვადაგადაცილებაში ხომ არ იმყოფება. თარიღის გაგება ვებ-გვერდიდან შეგიძლიათ: umartivesad.ge.
 

რა ხდება განსაბაჟებელი ავტომობილის შემთხვევაში?

განსაბაჟებელი ავტომობილის ტექდათვალიერების ვადა განისაზღვრება განბაჟების თარიღიდან. თქვენ გეძლევათ 30 კალენდარული დღე ტექდათვალიერების გასავლელად. ამ პერიოდში შეგიძლიათ მოამზადოთ ავტომობილი გრინვეიში ვიზიტისთვის და შემდეგ გაიაროთ ტექდათვალიერება უმარტივესად, თქვენთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. გრივეის ტექდათვალიერების ცენტრების ნახვა ამ ლინკზე შეგიძლიათ: https://umartivesad.ge/ka/service-centers
 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ "ითხვა-პასუხის" გვერდს ან დაგვირეკეთ 0322997777.