Giphy.com
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საბურავები მანქანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს იმიტომ, რომ საბურავი ერთადერთი ნაწილია, რომელიც მიწის ზედაპირს ეხება, სწორედ მისი საშუალებით კრეფს მანქანა სიჩქარეს, ამუხრუჭებს და იცვლის მიმართულებას. საკითხს შეგვიძლია ასეც შევხედოთ, კიდევ რომელ სათადარიგო ნაწილს ინახავთ საბარგულში? ეს ალბათ არც საწვავის ტუმბოა და არც სარქველის ზამბარა, დამატებითი საბურავი კი ყველა ჩვენგანის მანქანაშია.
სამწუხაროდ, ადამიანების დიდი ნაწილი საბურავებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს, ამ სტატიაში კი განვიხილავთ, თუ რატომ არის ასეთი მიდგომა დაუშვებელი.
უსაფრთხოება
Giphy.com
პირველი საკითხი, რაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, უსაფრთხოებაა. საბურავები თქვენს უსაფრთხოდ გადაადგილებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს, ხოლო თუ ისინი გაცვეთილია, ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას იმაზე, თუ როგორ გადაადგილდება თქვენი მანქანა.
ერთი რამ, რაც მუდმივად უნდა აკონტროლოთ, თქვენი საბურავის წნევა და პროტექტორია. პროტექტორი საბურავის გარე ზედაპირის იმ ნაწილს ეწოდება, რომელიც გზასთან მოჭიდებას უზრუნველყოფს. თუ საკითხს ფართო კუთხიდან შევხედავთ, მივხვდებით, რომ რამდენიმეწლიანი გამოყენების შემდეგ ახალი საბურავების შესაძენად და შესაბამისად თქვენი და თქვენი მგზავრების უსაფრთხოების დასაცავად თანხა არ უნდა დაგვენანოს.
ქმედითობა
Gipgy.com
თუ ამჩნევთ, რომ თქვენი მანქანა ახლა უფრო მეტ საწვავს წვავს, ვიდრე ადრე, დამნაშავე, შესაძლოა, თქვენი საბურავები იყოს. პირველ რიგში, საბურავის წნევა უნდა შეამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ ის მწარმოებლის რეკომენდაციასთან თანხვედრაშია. გარდა ამისა, გამოყენებული საწვავის რაოდენობაზე გავლენა შეიძლება შეუსაბამო (ზომა, სეზონურობა, სხვადასხვა პროტექტორის და/ან ტიპის) ან დაზიანებული და დაუბალანსებელი საბურავების გამოყენებამაც იქონიოს. შესაბამისად, თუ ფიქრობთ, რომ ახალი საბურავების შეძენისგან თავის შეკავებით ფულს დაზოგავთ, ცდებით.
მახასიათებლები
ფოტო: Panic
თუ თქვენ საბურავები დაბალანსებულია, თუ ისინი სათანადოდაა დაბერილი და თუ მათზე საკმარისი სისქის პროტექტორია, მანქანით მგზავრობა თქვენთვის ერთიორად უფრო კომფორტული და სწორხაზოვანი იქნება. თუ საბურავები დაზიანებულია, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ ვიბრაციას ან სიარულისას მანქანის ერთი რომელიმე მიმართულებით გადახრას. საბურავები ასევე გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად რბილად ივლის მანქანა.
მოჭიდება
ფოტო: Sarath Chandran
საბურავების მოჭიდება მგზავრობასთან დაკავშირებულ ყველა მახასიათებელზე ახდენს გავლენას. პირველ რიგში, მოჭიდება უზრუნველყოფს, რომ თქვენ მანქანის მართვას მკაცრ პირობებში, მაგალთად, წვიმასა და თოვლშიც შეძლებთ. საბურავები პროტექტორის საშუალებით წყალსა და თოვლს ატარებენ, ამის შედეგად მისი დანარჩენი ნაწილი გზის ზედაპირთან შეხებას არ კარგავს. თუ საბურავს პროტექტორი არ აქვს, საბურავის გლუვი ზედაპირი წყალზე სრიალს იწყებს, რის შედეგადაც, შესაძლოა, სახიფათო ვითარებაში მარტივად აღმოჩნდეთ. მოცურების რისკი მშრალ, მზიან ამინდშიც არსებობს, ასე რომ, არ იფიქროთ, რომ მნიშვნელოვანი საბურავები მხოლოდ წვიმიან ამინდებშია საჭირო.
საბურავები მნიშვნელოვანი ყოფილა
ფოტო: Ajay
ახლა, იმედი გვაქვს, რომ საბურავების მნიშვნელობას უფრო ცხადად აღიქვამ.
შენთვის ასევე გვაქვს რამდენიმე რჩევა, რომელიც ახალი საბურავების შენარჩუნებაში დაგეხმარება:
ამ რჩევების გათვალისწინებით შენ საბურავების სიცოცხლეს გაახანგრძლივებ, გარდა ამისა, მანქანით უფრო უსაფრთხოდ გადაადგილებასაც შეძლებ, საბოლოოდ კი, თუ შენი საბურავები კარგადაა მოვლილი, გრინვეიში ტექინპსექტირების გავლისას ერთით ნაკლები საზრუნავი გექნება.
სტატია მომზადებულია On.ge - ს მიერ.