როგორ გავაკეთოთ დინოზავრი? ანუ ამბავი გადაშენებულ ქაღალდზე
30 June, 2023

 

თუ უფუნქციო ფურცლებს ჩვენი კამპანიის ნახვის შემდეგაც ვერაფერი მოუხერხე და მათი შრიალი სახლში, თუ ოფისში, _ სულ თან დაგყვება, შენთვის ერთი უპრაქტიკულესი ბლოგი მოვამზადეთ, რომლის დახმარებითაც ისწავლი როგორ მოამზადო უსარგებლო ფურცლისგან ქაღალდის დინო, სულ რაღაც 10 ნაბიჯსა თუ საფეხურში.
 
 
შეგახსენებთ, რომ ქაღალდის დინო 100%-ით უწყინარია და აღნიშნული ქმედების გამეორება სახლის პირობებში აბსოლუტურად დასაშვებია!
 
მაშ ასე, ჩვენ ამისგან გავაკეთებთ ...
 
 
 
I ნაბიჯი : ფურცლის “გაკვადრატულება“
 
სანამ დავიწყებდეთ, გაითვალისწინეთ, რომ დინოს დასამზადებლად, აუცილებელია კვადრატის ფორმის მასალა, ანუ,თუ A4- ის ფორმის ქაღალდი გაქვთ, მოახიეთ გვერდი ისე, რომ დარჩენილი ფურცლის სიგრძე და სიგანე თანაბარი იყოს (კვადრატი ისეთი ოთხკუთხედია, რომლის ყველა გვერდი ტოლი და მართია. ავტ.შენ.)
 

 

 

 

 
 
II step : მაღალი გამავლობის ფურცელი 4X4 - ანუ, როგორ გავაკეთოთ 1 კვადრატისგან 4 კვადრატი
 

მთლიანი ფურცელი გადაკეცეთ ისე, რომ 4 თანაბარი ზომის კვადრატი მიიღოთ.

 
 

 

 

III ეტაპი : დიაგონალური კეცვა

 

შემდეგ, მთლიანი ფურცელი გადაკეცეთ ისეთ სამკუთხედებად, რომ გადაკეცვის ხაზი ოთხკუთხედების დიაგონალებს დაემთხვეს.

 

 

 


 

IV ნაწილი : სივრცული ცეკვა

 

შთაბერეთ თქვენს ფურცელს სული, მიეცით „სიმაღლე“, „დე, აითვისოს მან სივრცე“, _ ანუ „ამოკეცეთ“ სწორედ იმ ნაკეცებზე, რომელიც 4 კვადრატად დაკეცვისა და დიაგონალური კეცვის დროს გაუჩნდა.

 



 


V ქმედება : კვადრატის გარომბება

 

„ამოკეცვის“ შედეგად, თქვენ მიიღებთ საწყისი ფურცლის მეოთხედი ზომის მქონე „ოთხფენოვან“ კვადრატს, რომელიც უნდა დაატრიალოთ 45 გრადუსით და ზედაპირზე განათავსოთ, როგორც რომბი.

(რომბი ტოლგვერდა პარალელოგრამია, რომლის მოპირდაპირე გვერდები პარალელურია, დიაგონალები კი ურთიერთმართობული. ავტ.შენ.)

 

 

 


 

VI აქტივობა : ფრთების ამოყვანა

 

 

რომბის ზედა და ქვედა შრეებზე გააკეთეთ გადანაკეცი ფიგურის „შიდა“ მიმართულებით, ზუსტად ისე, როგორც ამას ბავშვობაში, ქაღალდის თვითმფრინავის შექმნისას აკეთებდით

 

 



 

VII დეტალი : კედლების ამოყვანა

 

 

ფიგურის ფრთები გაშალეთ ისე, რომ შუაში დაგრჩეთ სივრცე, რომელიც თქვენს მიერ „ამოყვანილმა კედლებმა“ შექმნა

 

 




 

VIII ცვლილება : ქაღალდის ნავი

 

 

კედლები გადაკეცეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებით ისე, თითქოს ნავი იყოს. (იგივე გაიმეორეთ მეორე მხრიდანაც)

 

 

 



 

IX გადაფურცვლა : კარგად დამაკვირდი

 

შემდეგი რამდენიმე გადაკეცვა იმდენად სპეციფიკური და მოუხელთებელია, რომ ჩვენმა ქოფირაითერმა ცხოვრებაში პირველად აღიარა სიტყვების უსუსურობა და გირჩევთ ამ მომენტიდან, მხოლოდ ვიზუალურ მეხსიერებას და ბედისწერას მიენდოთ

       
 

 

X საფეხური : გედის სიმღერა

 

თუ კარგად დააკვირდებით, წაქცეული გედი რომ 180 გრადუსით ამოაყირავოთ, დინოზავრს მიიღებთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ დინოზავრები ოდესღაც მართლაც არსებობდნენ და ცხოვრება გრინვეის ტექინსპექტირების ფურცლის გარეშეც საამურია.