5+1 რჩევა: როგორ დავზოგოთ ბენზინი შორ მანძილზე მგზავრობისას?

ფოტო: BERG

 

მაშინ, როდესაც საწვავის ფასი მუდმივად ცვალებადია, განსაკუთრებით აქტუალური ხდება საწვავში დახარჯული თანხის დაზოგვა - მით უმეტეს თუ შორ მანძილზე გვიწევს მგზავრობა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ისიც, რომ მანქანის გამონაბოლქვი გარემოზე უარყოფითად ზემოქმედებს, რასაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ბენზინის დანახარჯი. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება გარემოზეც და ჩვენს ჯიბეზეც ერთნაირად ვიზრუნოთ, ამისთვის კი საუკეთესო გზა, საწვავის დაზოგვაა.

თუ გაინტერესებთ, როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა, რამდენიმე მარტივ ხრიკს გასწავლით.

 

1. სანამ მანქანას დაძრავთ, შეამოწმეთ საბურავები

 

ფოტო: Nikolay Ivanov

 

თუ შორ მანძილზე მგზავრობისას საწვავის დაზოგვა გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი წესი კარგად დაბერილი საბურავებია. გახსოვდეთ, რომ ამ დროს მანქანის წინაღობა მცირდება და გარდა იმისა, რომ საწვავს ზოგავთ, საბურავებსაც უფრთხილდებით.

 

2. შეამოწმეთ საბარგული და ნახეთ, რამე ზედმეტი ხომ არ არის

 

ფოტო: Guillaume Kurkdjian

 

ზედმეტი წონა, რომ უფრო მეტ საწვავს გახარჯვინებთ, ეს ალბათ თქვენც მოგეხსენებათ. სწორედ ამიტომ, საბურავების შემოწმების შემდეგ აუცილებლად გახსენით საბარგული და ნახეთ, რა გაქვთ ზედმეტი. შეიძლება რაიმე ნივთის წონამ მოგატყუოთ და იფიქროთ, რომ რამდენიმე კილოგრამით მეტი ან ნაკლები დიდ ცვლილებას ვერ მოგცემთ, მაგრამ როდესაც საქმე მანქანებს ეხება, თითოეული გრამი მნიშვნელოვანია.

 

3. გაჩერდით? — გამორთეთ ძრავი

 

ფოტო: Giphy

 

თუ მანქანას რამდენიმე წუთით აჩერებთ და ფიქრობთ, რომ ამ დროს ძრავი ჩართული გექნებათ თუ არა უმნიშვნელოვა, ძალიან ცდებით. ძრავის სულ ცოტა ხნით გამორთვაც კი დიდი რაოდენობის საწვავს დაგაზოგინებთ და თან, გარემოსაც ნაკლებ ზიანს მიაყენებთ.

 

4. იარეთ ერთნაირი სიჩქარით

 

ფოტო: Nikolay Ivanov

 

თუ მგზავრობის ძირითად დროს ერთნაირი სიჩქარით გადაადგილებაში დახარჯავთ, ეს თქვენს ჯიბეს რამდენიმე ათეულ ლარს დაუზოგავს. სიჩქარის მუდმივად მომატება და შემცირება გაცილებით მეტ საწვავს გახარჯვინებთ, მითუმეტეს, ქალაქის გზებზე, სადაც ინტენსიური მოძრაობაა და გაზრდილი სიჩქარით სიარული რთულად წარმოსადგენია.

 

5. ეცადეთ, არ გამოიყენოთ კონდენციონერი

 

ფოტო: Petko Modev

 

გვესმის, რომ ეს რთულია თუმცა თუ აუცილებლობა არ არის, მაშინ ეცადეთ კონდენციონერი არ გამოიყენოთ. გარდა იმისა, რომ კონდენციონერი ხშირად თავის ტკივილის მიზეზი ხდება, ის ძალიან ზრდის დახარჯული საწვავის რაოდენობასაც. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფანჯარაზე ჩამოწეული მინებიც გარკვეულწილად ზრდის საწვავის ხარჯს. იმ შემთხვევაში, თუ კონდენციონერის ჩართვა მაინც მოგიწევთ, მაშინ აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ ჰაერის გამწმენდი იდეალურად მუშაობს.

 

6. გაიარეთ ტექინსპექტირება და დარწმუნდით, რომ თქვენი ავტომობილი გამართულია

 

ფოტო: Giphy

 

ტექდათვალიერების გავლა საქართველოში კანონით რეგულირდება და ყველა ავტომობილის მფლობელისთვის სავალდებულოა. ასეც რომ არ იყოს, მანქანის ტექდათვალიერება აუცილებელია როგორც ჩვენი, ასევე სხვების უსაფრთხო გადაადგილებისთვის. მითუმეტეს, რომ დღეს ამ პროცესების გავლა გრინვეიში უმარტივესად შეიძლება.

ტექინსპექტირების გავლა ხელს უწყობს საწვავის წვის შემცირებასაც და ამას თავადაც მიხვდებით, როგორც კი გამართული ავტომობილით დაადგებით შორ გზას. 

 

წყარო: Carfromjapan

სტატია მომზადებულია on.ge - ის მიერ.