როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა უმარტივესად
20 June, 2019

მართვის მოწმობის გამოცდის სისტემაში ცვლილებებია და ამის შესახებ თქვენ ალბათ უკვე კარგად იცით. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და დიდი ალბათობით, მალე დამტკიცდება კიდეც.

 

მთავარი ცვლილება, რომელიც კანონში შედის, პრაქტიკული გამოცდის ტიპს ეხება და ის ორეტაპიანი გახდება. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, როგორც აქამდე იყო. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ამ შემთხვევაში გამოცდის ჩაბარება რეალურ გზებზე მოგიწევთ.

 

ამ ცვლილებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მომავალ მძღოლებში, თუმცა რეალურად, ამაში საგანგაშო არაფერია. ბოლოს და ბოლოს, მართვის მოწმობის აღების შემდეგ ხომ რეალურ გზებზე მოგვიწევს სიარული?

 

თუ მაინც ღელავთ, ჩვენ მოგცემთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, როგორ მოემზადოთ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად რეალურ პირობებში.

 

გამოცდის დროს საცობში თუ მოხვდებით, ისტერიული სიგნალი არ ატეხოთ

 

ფოტო: Giphy

 

თუ მართლა გსურთ მართვის მოწმების მიღება, გამაფრთხილებელი სიგნალი მხოლოდ უკიდურესი შემთხვევის დროს გამოიყენეთ. თბილისის ქუჩებში საცობები არავის უკვირს, ამიტომ არსებობს ალბათობა, რომ სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ამ დროს მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ღრმად ჩაისუნთქოთ და არავითარ შემთხვევაში თქვენს წინ მდგომს არ დაუსიგნალოთ.

 

მითუმეტეს, რომ ასეთმა საქციელმა შეიძლება სხვა მძღოლები გააღიზიანოს და თქვენი გამოცდა საბოლოო ჯამში მათთან სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. წესით, ეს არ უნდა გსურდეთ, ხომ მართლები ვართ?

 

შუქნიშანზე გაჩერებისას ყვითელი რომ აინთება, ავტომობილებს ფრენას ნუ მოსთხოვთ

 

ფოტო: Giphy

 

ეს არის ქართველებისთვის კარგად დამახასიათებელი. წითელზე გაჩერებული ავტომობილი მწვანეს ანთების შემდეგ, დიახ, რამდენიმე წამს შეიძლება საჭიროებდეს ადგილიდან დასაძრავად, ამიტომ ნურც ამ შემთხვევაში გამოიყენებთ სიგნალს. დაელოდეთ რამდენიმე წამი, გონივრულად განსაზღვრეთ და თუ ხუთი წამის განმავლობაში არ დაიძვრება, ეცადეთ მაშუქებით ანიშნოთ, რომ სიარულის დროა.

 

ფორმულა მარტივია — უბრალოდ პატივი უნდა სცეთ საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს და მოიქცეთ ისე, როგორც თქვენ გინდათ რომ მოგექცნენ. განრისხებული და გაბრაზებული მძღოლი, როგორც წესი, საშიშია. გამოცდის შემთხვევაში კი, წარუმეტებლობისთვის განწირული.

 

დაძაბულობა მხიარულებით ჩაანაცვლეთ და სიამოვნება მიიღეთ

 

ფოტო: Giphy

 

გამოცდის დროს დაძაბულობა ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ რეალურად, რატომ უნდა ინერვიულოთ? ეცადეთ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ პროცესით, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ თქვენი პირველი სერიოზული გასეირნებაა ავტომობილით?

 

ყველაზე მთავარია, რომ იყოთ კონცენტრირებული და ზუსტად იცოდეთ, რას აკეთებთ. ამისათვის კი საჭიროა, ის მარშუტი, რომელიც გამოცდის დროს უნდა გაიაროთ, კარგად გქონდეთ დამახსოვრებული, რათა მოულოდნელობებს არ გადააწყდეთ. ამისათვის კი ბევრი მეცადინეობაა საჭირო.

 

შეარჩიეთ სწორი დრო გამოცდისთვის

 

ფოტო: Giphy

 

ინსტრუქტორის გარეშე, არაფერი გამოვა. ეს არის ადამიანი, რომელმაც არამარტო ავტომობილის მართვა უნდა გასწავლოთ, არამედ ის პატარა ხრიკები, რომელიც გამოცდის დროს აუცილებლად დაგეხმარებათ. ინსტრუქტორი აგიხსნით მართვის პრინციპებს, შეგასწავლით აუცილებელ დეტალებს საფუძვლიანად და ქალაქში გაგატარებთ, რათა სტრესის დაძლევაში დაგეხმაროთ.

 

ხშირად ისეც ხდება, რომ ინსტრუქტორები მხოლოდ აზეპირებენ მოსწავლეებს იმ მარშუტს, რომელიც უნდა გაიაროს გამოცდის დროს და რეალურ ცოდნას არ აძლევენ. ასეთ მასწავლებლებს უნდა ერიდოთ და სწორედ ამიტომ, კარგი ინსტრუქტორის შერჩევა, აუცილებელია.

 

ყურადღებით შეარჩიეთ ინსტრუქტორი

 

ფოტო: Giphy

 

ინსტრუქტორის გარეშე, არაფერი გამოვა. ეს არის ადამიანი, რომელმაც არამარტო ავტომობილის მართვა უნდა გასწავლოთ, არამედ ის პატარა ხრიკები, რომელიც გამოცდის დროს აუცილებლად დაგეხმარებათ. ინსტრუქტორი აგიხსნით მართვის პრინციპებს, შეგასწავლით აუცილებელ დეტალებს საფუძვლიანად და ქალაქში გაგატარებთ, რათა სტრესის დაძლევაში დაგეხმაროთ.

 

ხშირად ისეც ხდება, რომ ინსტრუქტორები მხოლოდ აზეპირებენ მოსწავლეებს იმ მარშუტს, რომელიც უნდა გაიაროს გამოცდის დროს და რეალურ ცოდნას არ აძლევენ. ასეთ მასწავლებლებს უნდა ერიდოთ და სწორედ ამიტომ, კარგი ინსტრუქტორის შერჩევა, აუცილებელია.

 

გამოცდის დროს მოერიდეთ გადასწრებას, სიჩქარის მოულოდნელად მომატებას და ა.შ.

 

ფოტო: Giphy

 

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ კამერა და გამომცდელი გაკვირდებათ და ნუ დაიწყებთ ავტომობილის ისე მართვას, თითქოს უკვე პროფესიონალი იყოთ. მართალია, ხშირად თბილისის გზებზე გვაქვს ცდუნება, რომ მოძრაობის წესები დავარღვიოთ, მაგრამ ეს არც გამოცდაზე და არც გამოცდის შემდეგ, არ არის მისაღები. სჯობს უსაფრთხოდ იაროთ და დაიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები, ვიდრე ცდუნებას აჰყვეთ.

 

ასეთ დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდის ჩაბარების დროს. რამდენჯერაც აჰყვებით ნერვებს, მით უფრო შემცირდება თქვენი გამოცდის წარმატებულად დასრულების შესაძლებლობა.

 

იმეგობრეთ მანქანებთან და შეეცადეთ, კარგად გაუგოთ მათ

 

ფოტო: Giphy

 

ხშირად შეცდომით ჰგონიათ ხოლმე ადამიანებს, რომ ავტომობილის სატარებლად მხოლოდ მართვის პრინციპების შემეცნებაა აუცილებელი. სინამდვილეში, თქვენ ბოლომდე უნდა გრძნობდეთ მანქანის თავისებურებებს — როდის შეიძლება აადუღოს წყალი, როდის შეიძლება დასჭირდეს ზეთის გამოცვლა ან რაიმე დაბრკოლების დროს, რა შეიძლება სჭირდეს. ასეთი დეტალების ცოდნა დაგეხმარებათ მარტივად გაუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელსაც გამოცდის დროს შეხვდებით.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში სარკის პრინციპი კარგად გაითავისოთ. იცოდეთ, რომ უსაფრთხოდ მგზავრობის უმთავრესი დეტალი სწორედ გვერდითა სარკეების კონტროლია.

 

თეორიის სწავლას ზერელედ ნუ მოეკიდებით, თორემ აქილევსის ქუსლად იქცევა

 

ფოტო: Giphy

 

...და ბოლოს, ნაბახუსევი ნუ მიხვალთ გამოცდაზე

 

თუ ასეთ მდგომარეობაში მიხვალთ გამოცდაზე, ჩათვალეთ, ტყუილად გაირჯებით. საჭესთან ჯდომა მაქსიმალურ კონცენტრაციას საჭიროებს, რასაც ხელს უშლის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. გვენდეთ, ეს ძალიან ცუდი იდეაა. ეცადეთ, კარგად გამოძინებული და სრულიად კონცენტრირებული იყოთ, თორემ კიდევ მოგიწევთ გამოცდის ხელმეორედ გავლა.

 

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, დარწმუნებული იყავით, რომ მართვის მოწმობას პირველივე ცდაზე აიღებთ.

 

სტატის მომზადებულია On.ge  - ის მიერ