რატომ არის მნიშვნელოვანი საქარე მინაზე დამაგრებული ჩამწერი კამერა?
15 May, 2019

საქარე მინაზე დამონტაჟებული ჩამწერი კამერა ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა, ამის მიზეზი კი ის უამრავი სარგებელია, რომელსაც ეს ჭკვიანი მოწყობილობა მომხმარებლებს სთავაზობს.

 

კამერის მიზანი ყველა დეტალის ფრთხილად ჩაწერაა, როგორც მანქანის შიგნით, ასევე მის გარეთ. სწორად არჩეული კამერა კი ამ დავალებას იდეალურად ართმევს თავს. მას ყველა იყენებს: როგორც ჩვეულებრივი, ისე ტაქსის მძღოლები, პოლიციის თანამშრომლები, მანქანის მართვის ინსტრუქტორები და ა.შ.

 

გთავაზობთ იმ მიზეზებს, რომლებიც საქარე მინაზე ჩამწერი კამერის აუცილებლობის გარდა დაგარწმუნებთ, რომ, თუ საჭირო გახდა, ის თქვენი თვალები და სიმშვიდის გარანტი გახდება:

 

1. თავდაცვა ავტოსაგზაო შემთხვევისას

 

ფოტო Giphy.com

 

თქვენ ხელში იქნება მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ უდანაშაულო ხართ. ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მილიონობით მძღოლი ჩამწერ კამერას იყენებს. ის ჩაწერას დაქოქვისთანავე იწყებს. თუ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყევით და უდანაშაულო ხართ, ამის დამტკიცება თქვენს ხელთ არსებული მასალით მარტივად შეგიძლიათ. მაშინ, როცა მის გარეშე, მესამე პირმა, შესაძლოა, ბრალი თქვენ დაგდოთ და ამ შემთხვევაში უდანაშაულობის დამტკიცება ბევრად უფრო რთული იქნება.

 

2. საშიში მძღოლების აღმოჩენა

 

ფოტო Gipgy.com

 

კამერით სარგებლობის ერთ-ერთი დადებითი მიზეზი ურჩი მძღოლების აღმოჩენა და მათგან თავდაცვაა. მანქანის მართვისას ხშირად ვაწყდებით მძღოლებს, რომლებიც სახიფათო სიტუაციებს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ, სხვა მძღოლებსა და ქვეითებს, არამედ საკუთარ თავებსაც. მათზე ინფორმაციის გადაცემით და შესაბამისი ჩანაწერის წარდგენით, შესაძლოა ერთი ადამიანი მაინც იხსნათ საშიში სიტუაციიდან.

 

3. შვილების დაცვა

 

ფოტო Giphy.com

 

ჩამწერი კამერა საუკეთესო გზაა იმ მშობლებისთვის, რომელთა თინეიჯერ შვილებსაც მანქანის მოპარვა და თავის საფრთხეში ჩაგდება არ ეპრობლემებათ. კამერებს ხშირად მოჰყვება GPS ფუნქცია, რაც მათი ადგილსამყოფელის დასადგენად უმარტივესი და უსწრაფესი გზაა. ის მანქანის გატაცების შემთხვევაშიც გაგიწევთ დახმარებას.

 

4. მტკიცებულება სადაზღვეო ოფიცერთან

 

ფოტო Giphy.com

 

თუ თქვენი მანქანა ავარიაში მოყვა და თქვენ სადაზღვეო კომპანიასთან საკუთარი უდანაშაულობის წარდგენა გსურთ, ჩამწერი კამერა დიდ დახმარებას გაგიწევთ. შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ, სანამ სადაზღვეო ოფიცერი იმ ჩანაწერს განიხილავს, რომელშიც თქვენ მხოლოდ დაზარალებული ხართ.

 

5. კარგი მოგონებების "შენახვა"

 

ფოტო Giphy.com

 

თუ სამოგზაუროდ მანქანით მიდიხართ, შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად ჯეიმს კორდენის შოუ მოიწყოთ, თქვენი ვოკალური მონაცემებით ყველა მოხიბლოთ, გზად გადახდენილი დაუვიწყარი თავგადასავლები კი სამუდამოდ შეინახოთ და ყოველთვის უყუროთ, როცა ნოსტალგია შეგახსენებთ თავს.

 

6. თავდაცვა პარკინგზე

 

ფოტო Gipgy.com

 

პარკინგი უამრავი მძღოლისთვის ღამის კოშმარია. თქვენს საყვარელ მანქანასთან დაბრუნებისას რამდენჯერ დაგხვედრიათ ის გაკაწრული, ან სარკე დაზიანებული, პასუხისმგებლობა კი არცერთ მეზობელს აუღია? ჩამწერი კამერა ამ პრობლემასაც გადაგიჭრით. ის შეგიძლიათ მთელი ღამე დატოვოთ ჩართული და ამის გარდა, მისი მართვა დისტანციურადაც შეგიძლიათ.

 

მანქანის ყოლა თქვენს ცხოვრებაში ახალ საზრუნავს აჩენს. იმის გარდა, რომ თავად გიწევთ ზრუნვა სხვების უსაფრთხოებაზე, თავდაცვა თქვენც გჭირდებათ. ჩამწერი კამერა უამრავ პრობლემას მოაგვარებს და იმედი გვაქვს, ეს მიზეზები მის სარგებლობაში უკეთ დაგარწმუნებთ.

 

ავტომობილით მგავრობისას საფრთხეები რომ აირიდოთ თავიდან, აუცილებელია ტექდათვალიერება გაიაროთ. გრინვეიში ტექსინსპექტირებას უმარტივესად, სულ რამდენიმე წუთში გაივლით, ამიტომ არ გადადოთ. ჩაეწერეთ ონლაინ და გაიარეთ ტექდათვალიერება ლოდინის გარეშე. 

 

სტატის მომზადებულია On.ge  - ის მიერ