როდესაც სამოგზაუროდ მანქანით მივდივართ და წინ დიდი გზა გვაქვს, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ გამგზავრებამდე იმაზე, რომ მაქსიმალურად გამართულ მდგომარეობაში იყოს ავტომობილი. გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რა უნდა შეამოწმოთ თქვენს ავტომობილში გამგზავრებამდე:
- პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ საბურავები მწყობრშია, სწორადაა გაბერილი და არ აქვს დაზიანების ან ცვეთის ნიშნები.
- სითხეები - შეამოწმეთ ძრავის ზეთის, გამაგრილებლის, სამუხრუჭე სითხისა და საქარე მინის სარეცხი სითხის დონე. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად შეავსეთ გამგზავრებამდე.
- განათება - დარწმუნდით, რომ ყველა ფარი, სამუხრუჭე შუქები და მოხვევის სიგნალები გამართულად მუშაობენ.
- ძალიან მნიშვნელოვანია მუხრუჭების შემოწმება. დარწმუნდით, რომ ისინი რეაგირებენ და არ გამოსცემენ უჩვეულო ხმებს. თუ შეამჩნევთ რაიმე პრობლემას, გამგზავრებამდე აუცილებლად შეამოწმეთ პროფესიონალთან.
- საწმენდები - შეამოწმეთ საქარე მინის საწმენდების ცვეთა ან დაზიანების ნიშნები და საჭიროების შემთხვევაში, ჩაანაცვლეთ ახლით.
- მგზავრობისას იქონიეთ თან მანქანისთვის საჭირო ხელსაწყოები, სათადარიგო საბურავი და ფანარი.
თუ კი ჯერ არ გადაგიწყვიტავთ გეზი საით აიღოთ, მაშინ გირჩევთ გადახედოთ ჩვენს ბლოგს საქართველოში არსებული საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების შესახებ.