რა ნივთებია საჭირო კომფორტული მგზავრობისთვის ზაფხულში…
20 July, 2023
ზაფხულში ნაყოფიერი წლის შემდეგ დასვენებას თითოეული ჩვენგანი ვგეგმავთ. როდესაც წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ძალიან მნიშვნელოვანია თავს კომფორტულად ვგრძნობდეთ და ამასთან ერთად, მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ სხვადასხვა მოულოდნელი შემთხვევებისათვის.
 
შესაბამისად, გთავაზობთ სხვადასხვა ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც საჭიროა გვქონდეს ავტომობილში რათა მგზავრობა უფრო სასიამოვნო გავხადოთ.
 
პირველ რიგში, სანამ გრძელ გზას დავადგებით, უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ჩავდოთ მანქანაში პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა. არასდროს ვიცით, როდის დასჭირდება პირველადი სამედიცინო დახმარება ჩვენს თუ სხვა ავტომობილის მგზავრებს, შესაბამისად, მომზადებული უნდა ვიყოთ მსგავსი სიტუაციისათვის. მანქანის შეკეთებისათვის კი ავტომობილის სარემონტო ხელსაწყოები უნდა ვიქონიოთ თან. სათადარიგო საბურავიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია, შეფერხების თავიდან ასაცილებლად. იმის მიუხედავად, მგზავრობა გიწევთ დღისით თუ ღამით, უმჯობესია იქონიოთ ფანარი და მასთან ერთად, ტელეფონის დამტენი. სასურველია ასევე გქონდეთ ცეცხლმაქრი, უსაფრთხოების მიზნით.
 
ზაფხულის ცხელ დღეებში კომფორტული იქნება, თუ მანქანაში გექნებათ მზის ამრეკლი და მზის სათვალე. სამგზავრო ბალიში დაგეხმარებათ უკეთ მოთავსებაში, ხოლო თუ მცირე წლოვან ბავშვთან ერთად მგზავრობთ, აღჭურვეთ მანქანა საბავშვო სავარძლით, მეტი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის. წაიღეთ ყურსასმენები, თუ მგზავრის ამპლუაში ხართ, შეგიძლიათ მოიმარაგოთ წიგნები და სხვა გასართობი თუ შემეცნებითი ნივთები. ენერგიულად დარჩენისთვის კი აუცილებლად მოიმზადეთ ყავა, დიდი რაოდენობით წყალი და წასახემსებლები.
 
თუ კი ჯერ არ გადაგიწყვიტავთ გეზი საით აიღოთ, მაშინ გირჩევთ გადახედოთ ჩვენს ბლოგს საქართველოში არსებული საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების შესახებ და ასევე მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უნდა შეამოწმოთ ავტომობილში სანამ გრძელ გზაზე წახვალთ