რა გავითვალისწინოთ CV გამოგზავნისას?
18 June, 2025

თუ აღმოაჩინე ვაკანსია, რომელიც მოგწონს,  მაშინ გასაუბრების ჩანიშვნამდე CV-ის გაგზავნაა საჭირო. დამსაქმებელს შენს შესახებ პირველ შთაბეჭდილებას სწორედ CV უქმნის. 

 


CV-ის სწორად შედგენისთვის აუცილებელია, პირველ რიგში კარგად გაეცნოთ ვაკანსიას და დამსაქმებლის მოლოდინებს. ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი CV მოარგოთ მოთხოვნებს. 

 


თუ თქვენ გრინვეიში  დაინტერესებული ხარ ინსპექტორის ასისტენტის პოზიციით და ეს თქვენი პირველი სამსახურია, უმჯობესია,  CV-ის შედგენისას ხაზი გაუსვათ თქვენს მოტივაციას, ინდუსტრიის მიმართ ინტერესსა და უნარებს, რაც  გამოგადგებათ აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობისას. 

 


იმ შემთხვევაში თუ გრითერ-ოპერატორის ვაკანსიით დაინტერესდით, გირჩევთ, CV-ის აწყობისას ყურადღება გაამახვილოთ თქვენი კომუნიკაციის უნარებზე, მომსახურების სფეროსადმი ინტერესზე და პასუხისმგებლობის მაღალ დონეზე.

 


მთავარია, CV-ის დაწერისას იყოთ გულწრფელი, გაუზიაროთ დამსაქმებელს თქვენი რეალური ინტერესები და მოლოდინი. რაც ხელს შეუწყობს თქვენ სამომავლო თანამშრომლობას.