გრინვეი საზოგადოების ცნობირებების ამაღლების კამპანიის ფარგლებში - „გაიგე მეტი ტექინსპექტირების შესახებ“ შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად გრინვეის წარმომადგენლები: გრინვეის დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი, ლანჩხუთის სერვისცენტრის მენეჯერი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ლანჩხუთისა და ლანჩხუთის ახლო მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობაში ტექინსპექტირების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
გრინვეის ინსპექტორებმა მოსახლეობას დეტალურად აუხსნეს ყველა ის პარამეტრი, რომლზეც მოწმდება ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების გავლის პროცესში. გააცნეს ავტომობილების CO და დიზელის კვამლიანობის პარამეტრები და სხვა რეკომენდაციები ტექინსპექტირებასთან დაკავშირებით.
გრინვეის თანამშრომლებმა ისაუბრეს პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მნიშვნელობაზე, საქართველოში საკმაოდ მოძველებული ავტოპარკის გაჯანსაღების თვალსაზრისით, გზებზე უსაფრთხოების და გაუმართავი ავტომობილების გამო ავტოსაგზაო შემთხვევათა შემცირების,ასევე ზოგადად ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.
სს გრინვეი საქართველო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის 12 სერვისცენტრი თბილისშია განთავსებული, 19 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.