თუ თქვენი კომპანია ფლობს თუნდაც ერთ მანქანას, გრინვეიში შეგიძლიათ კორპორატიული პირობებით ისარგებლოთ. კორპორატიული პირობები გულისხმობს 12 ბენეფიტს, რომელიც თქვენთვის ტექინსპექტირების პროცესს საგრძნობლად გაამარტივებს.
ტექინსპექტირება გაგიმარტივდებათ ფინანსური და იურიდიული მომსახურებებით, როგორებიცაა:
- ⚫ კონსიგნაცია 30 კალენდარული დღით;
- ⚫ ფინანსური შედარების ბარათების მომზადება;
- ⚫ მოკლე ვადაში შემოსავლების სამსახურის საიტზე ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვა;
- ⚫იურიდიული პირებისთვის მოთხოვნილი ფინანსური დოკუმენტაციის (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ინსპექტირების ანგარიში) გაგზავნა 3 სამუშაო დღის ვადაში;
კორპორატიული შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში:
- ⚫ ისარგებლებთ ინდივიდუალური მენეჯერის მომსახურებითაც, რაც გულისხმობს ინდივიდუალური და კორპორატიული მენეჯერის მომსახურებას;
- ⚫ 31 სერვისცენტრთან ცენტრალიზებულ კომუნიკაციას;
- ⚫ სერვისცენტრში რიგის თავიდან აცილების მიზნით წინასწარი ჯავშნის ორგანიზებას;
- ⚫ ყველა რეგლამენტში შესული სიახლის ოპერატიულად მიწოდებას და რეკომენდაციებს;
ამასთან ერთად, გექნებათ თქვენზე მორგებული პორტალი, რომლის მეშვეობითაც:
- ⚫ ისარგებლებთ უფასო SMS და MAIL მომსახურებით ტექდათვალიერების თარიღის შეხსენების სახით;
- ⚫ გექნებათ საკუთარი იუზერი, რომლის მეშვეობითაც ნახავთ ავტომობილებს, ვადებს, ოქმებს, ფოტოებს და შეძლებთ ჯავშნის გაკეთებასაც;
- ⚫ ხარვეზების მუდმივი კონტროლი/კვარტლური ავტოპარკის ანალიტიკა;
- ⚫ მომდევნო ინსპექტირების თარიღების გამოთვლა, რეპორტის სახით.