ინფორმაცია მოპედების რეგისტრაციის შესახებ
06 December, 2021

2021 წლის დეკემბერში, "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც სავალდებულო გახდა AM კატეგორიის სატრანსპორტო რეგისტრაცია.

 

ცვლილება ეხება მოპედებს, მსუბუქი კვადროციკლებს, ასევე სატრანსპორტო საშუალების „A2“ ქვეკატეგორიას, კერძოდ - მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს.

 

6 დეკემბრიდან რეგისტრაცია იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება.

 

7 დეკემბრიდან "გრინვეი საქართველოს" თბილისის ნებიმიერ ფილიალში შესაძლებელი იქნება მოპედის პირველადი დათვალიერება და რეგისტრაცია.

 

მოდი გრინვეიში და დაარეგისტრირე მოპედი უმარტივესად!

 

რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ სერვის-ცენტრებში:

 

ზაჰესი, მშვიდობის ქუჩა N 104

 

გლდანი, ხიზანიშვილის ქუჩა N57

 

ფეიქართა ქუჩა, მტკვრის მარცხენა სანაპირო

 

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ელიავას მიმდებარედ, რაფაელ აგლაძის 25

 

ბელიაშვილი, ნოდარ ბოხუას ქუჩა N1

 

დავით აღმაშენებლის ხეივანი N 164

 

ვაკე-საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა N6

 

ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა N175ა

 

ვარკეთილი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა N64

 

კახეთის გზატკეცილი N 103

 

კახეთის გზატკეცილი N 147

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერე ან დაგვირეკე ნომერზე - 032 2 99 77 77