იმოგზაურე საქართველოში ჩვენთან ერთად!
15 July, 2023
დატვირთული სამუშაო წლის შემდეგ ცხელ ზაფხულში დასვენების დაგეგმვას ზოგჯერ ადრე, ზოგჯერ კი მოგვიანებით ვიწყებთ. ხშირად იჩენს ხოლმე თავს სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორები, მაგალითად, შეიძლება ვერ დავამთხვიოთ შვებულება ოჯახის წევრებს და მეგობრებს, ამინდმა ჩაგვიშალოს გეგმები, ან აღმოჩნდეს, რომ ავტომობილს ზუსტად ამ დროს უწევს ტექინსპექტირების გავლა..
 
თუ მოგზაურობას საქართველოში გეგმავთ და ტექინსპექტირების დროც მოგიახლოვდათ, თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. გრინვეის მთელი საქართველოს მასშტაბით 31 ფილიალი აქვს, რომლებიც ყველა კუთხეშია გადანაწილებული!
 
მოგზაურობა კახეთში თუ გაქვთ დაგეგმილი, აუცილებლად უნდა მოინახულოთ სიღნაღი, რომელსაც ხედებისა და რომანტიკული ატმოსფეროს გამო სიყვარულის ქალაქს უწოდებენ. გზად არ დაგავიწყდეთ ბოდბისა და ნეკრესის ულამაზესი სამონასტრო კომპლექსის, ან ვაშლოვანის ეროვნული პარკის ჯადოსნური სამყაროს მონახულებაც. დღის ბოლოს კი შეგიძლიათ ყვარლის ტბის ბუნებით დატკბეთ.
 
საქართველოს დასავლეთში თუ გაქვთ გეზი, წინ არაერთი აღმაფრთოვანებელი ადგილი გელით. ამბროლაურში XI საუკუნეში აგებული გასაოცარი ნიკორწმინდის ტაძარი შეგიძლიათ მოინახულოთ. მარტვილის კანიონი - ქართული ბუნების შეუდარებელი ღირსშესანიშნაობა ნებისმიერ სეზონზე თვალისმომჭრელია. თუ გომის მთიდან გადაშლილი შეუდარებელი ხედი ჯერ არ გინახავთ, დროა ესტუმროთ ოზურგეთს და ჩაიძიროთ ღრუბლებში.
 
ზღვა ხშირად ზაფხულის დასვენების განუყრელი ნაწილია. თუ გეზი აჭარისკენ გაქვთ აღებული, ისტორიული ნაგებობების შერწყმა თანამედროვე არქიტექტურასთან, ულამაზესი სანაპიროები და ბოტანიკური ბაღი ნამდვილად საინტერესოს გახდის თქვენს დასვენებას.
 
ხოლო თუ მთებისაკენ მიგიწევთ გული, დუშეთში დასვენებისას ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ანანურის ციხე შეგიძლიათ მოინახულოთ, ან რაჭის თუ ბორჯომის ულამაზეს მთებში გაატაროთ შვებულების დღეები.
 
გრინვეი კი ნებისმიერ ჩამოთვლილ ლოკაციაზე დაგხვდებათ და ვიზრუნებთ თქვენს მშვიდ და უსაფრთხო გადაადგილებაზე.