ჰიბრიდული მანქანების 5 მთავარი უპირატესობა
10 May, 2019

თუ ჰიბრიდის შეძენაზე ფიქრობთ, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული, კარგი იდეაა ეს თუ არა, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. ჩვენ შევკრიბეთ 5 მთავარი მიზეზი, რატომაც ჰიბრიდული მანქანის შეძენა შესანიშნავი იდეაა.

 

1. საწვავის შემცირებული ხარჯი

 

Giphy.com

 

ჰიბრიდები დიზელსა და ბენზინზე მომუშავე მანქანებისგან განსხვავებით ძალიან მცირე რაოდენობის საწვავს მოიხმარენ, ზოგჯერ კი საერთოდ მის გარეშეც გადაადგილდებიან. თუ ჰიბრიდული მანქანით ეკონომიურად ივლით, საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ქალაქშია, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჰიბრიდებ ქალაქში უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარენ, ვიდრე გზატკეცილებზე.

ჰიბრიდული მანქანების ეკონომიურობას რამდენიმე საკითხი განაპირობებს, ერთ-ერთი რეგენერაციული მუხრუჭებია. ტრადიციულ მანქანებში დამუხრუჭებისას წარმოქმნილი სითბო, ანუ ენერგია, სრულად იკარგება. ჰიბრიდულ მანქანებში კი დამუხრუჭებისას წარმოქმნილი ენერგია ელექტრული ძრავის საშუალებით ელემენტებს ტენის.

ეკონომიურობის კიდევ ერთი წყარო ელექტრული ძრავია, რომელიც მანქანას დაძვრისას ან მაღალი დატვირთვისას მნიშვნელოვნად ეხმარება. გარდა ამისა, ჰიბრიდები დაბალი სიჩქარით გადაადგილებისას და უძრავად ყოფნისას საწვავზე მომუშავე ძრავს სრულად თიშავენ, რაც საწვავის უაზრო ხარჯს ამცირებს.

 

2. მომენტალური აჩქარება და სიჩუმე

 

ფოტო: George Frigo

 

ელექტრულ ძრავებს მანქანის აჩქარება მომენტალურად შეუძლიათ, რის გამოც მათი მართვა საკმაოდ სახალისოა. აღსანიშნავია ისიც, რომ დაბალ სიჩქარეებზე ჰიბრიდები პრაქტიკულად უხმაუროდ გადაადგილდებიან, რაც ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა.

რამდენად სწრაფად აჩქარდება მანქანა დიდწილადაა დამოკიდებული მბრუნავ მომენტზე. განსხვავებული მბრუნავი მომენტის გამო, ელექტროძრავებს საჭირო ძალის გამომუშავება უფრო სწრაფად შეუძლიათ, ვიდრე საწვავზე მომუშავე ძრავებს.

 

3. ზრუნვა გარემოზე

 

ფოტო: Jack Harvatt

 

ბოლო ხანებში ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით აქტუალური საკითხია.

ატმოსფეროში არსებული დამაბინძურებელი ნახშირორჟანგის დაახლოებით 75%-ის წყარო მანქანებია. მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდების უმეტესობა ჰაერში მავნე ნივთიერებების გარკვეულ რაოდენობას მაინც გამოყოფს, კვლევები აჩვენებს, რომ ჰიბრიდები სრულად საწვავზე მომუშავე მანქანებთან შედარებით გარემოს 50%-ით ნაკლებად აბინძურებენ. ეს საკითხი კი განსაკუთრებით ყურადსაღები დიდი, მანქანებით სავსე ქალაქებისთვისაა.

თითოეულ ჩვენგანს აქვს პასუხისმგებლობა, რომ გარემოს გაუფრთხილდეს და მომავალ თაობებს ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეუნარჩუნოს. ჰიბრიდული მანქანის ყიდვით კი ამ საკითხში თქვენი წვლილის შეტანას შეძლებთ.

 

4. ჰიბრიდული ავტომობილები მარტივად გადის ტექდათვალიერებას და ადვილი შესანახია

 

Giphy.com

 

ჰიბრიდებს, ტრადიციული მანქანებისგან განსხვავებით, ნაკლები ნაწილები აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შეკეთებაც ნაკლები სიხშირით სჭირდებათ. გარდა ამისა, ჰიბრიდებში გარკვეული კომპონენტები საგრძნობლად ნაკლებად იცვითება, ერთ-ერთი ასეთი კომპონენტი მუხრუჭებია. რეგენერაციული მუხრუჭების გამო ხუნდების გამოცვლა ბევრად უფრო იშვიათად მოგიწევთ, რითაც თანხებს დაზოგავთ.

გარდა ამისა, ელექტროძრავის გამო ჰიბრიდში ჩამონტაჟებული საწვავზე მომუშავე ძრავა ბევრად ნაკლებად იტვირთება, რაც მის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად საჭირო ხარჯებს ამცირებს.

აღსაიშნავია, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო, ჰიბრიდული მანქანებით ტექდათვალიერების გავლაც ბევრად ადვილია

 

5. ჰიბრიდის გადაყიდვა უფრო ადვილია

 

ფოტო: Alexey Kuvaldin

 

ბენზინისა და დიზელის ფასი მუდმივად იმატებს, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მნიშვნელობაზე კი უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს. ალბათ თქვენი წარმოდგენებითაც კი, მომავლის ტრანსპორტი ეკოლოგიურად სუფთა, განახლებად ენერგიაზე მუშაობს.

ამის გამო, საშუალოდ, ჰიბრიდები უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე სრულად წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანები.

ამ ცნობებზე დაყრდნობით, ჰიბრიდის ყიდვის შემდეგ შეგიძლიათ თავი მშვიდად იგრძნოთ, რადგან თუ მომავალში მისი გაყიდვა მოგინდებათ, ამას მარტივად და სარფიანად შეძლებთ.

იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი საწვავი დაზოგოთ და გარემოს კიდევ უფრო ნაკლები ზიანი მიაყენოთ, როგორც მოგეხსენებათ, აუცილებელია ტექდათვალიერების გავლა. ტექინსპექტირებას ყველაზე სწრაფად და უმარტივესად გრინვეიში გაივლით, თანაც ონლაინ შეგიძლიათ ვიზიტი წინასწარ დაჯავშნოთ.