გრინვეის სერვისცენტრმა ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლა
12 July, 2019

ზაფხულის კამპანიის ფარგლებში - გრინვეი ყველგანაა, გრძელდება შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

დღეს, 12 ივლისს სს „გრინვეი საქართველოს“ სერვის ცენტრს ქ. ფოთში სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე, მალხაზ თორია,  ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  ეწვინენ.

 

სტუმრებმა გრინვეი საქართველოს” ტექდათვალიერების ცენტრი დაათვალიერეს, გაეცნენ სამუშაო პროცესს და საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაავტომობილების სავალდებულო ტექინსპექტირების მიმდინარეობა შეაფასეს.

 

სს „გრინვეი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ზაფხულის კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა გააცნო. სს „გრინვეი საქართველოს“  მოსახლეობას 16 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ორთვიან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. პროგრამაში ჩართული სტაჟიორები ტექნიკური ინსპექტირების სერვის ცენტრებში გაივლიან ორთვიან უფასო სტაჟირებას. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში სტაჟიორები შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტექნიკური ინსპექტირების დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ.

 

სს „გრინვეი საქართველოავტომობილების ტექინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის 10 სერვის ცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ასევე, ისეთი ტერიტორიული ერთეულებისთვის, სადაც ტექნიკური ინსპექტირების მუდმივი ცენტრები არ არის, კომპანია გადასატან ტექდათვალიერების სადგურებს ფლობს.

 

სს „გრინვეი საქართველოსპარტნიორია ესპანური ტექნიკური ინსპექტირების ბრენდი „Applus“, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებსსწორედ, ესპანური გამოცდილების გათვალისწინებით მოეწყო ტექდათვალიერების ქსელი საქართველოში დაგრინვეიმთელი საქართველოს მაშტაბით მომხმარებელს მაღალკვალიფიციურ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.

 

კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 53 მლ ინვესტიცია და შექმნა 370 სამუშაო ადგილი.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში კი სს „გრინვეი საქართველო” ფლობს ორ სერვის ცენტრს ქ. ფოთში და ქ. ხობში. რეგიონში განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა დაახლოებით სამი მილიონი ლარი და შეიქმა 11 ახალი სამუშაო ადგილი.

 

სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე: https://www.umartivesad.ge/ka/news/stajireba-grinveishi