ტექინსპექტირების კომპანია „გრინვეი საქართველო“, 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, 300-მდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტით და ევროპული სტანდარტების ტექნოლოგიებით აღჭურვილი 30 სერვისცენტრით.
დღეს „გრინვეის“ სერვისცენტრები ერთი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობენ საქართველოს მოქალაქეებს როგორც თბილისში, ისე - ქვეყნის ყველა რეგიონში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებშიც.
მომხმარებელთა ინტერესის და საჭიროების გათვალისწინებით, გრინვეი საქართველოს, კიდევ ერთი, 31-ე სერვისცენტრი, ახლა უკვე რუსთავის გზატკეცილზე, რუსთავის ახალ და ძველ გზატკეცილებს შორის გაიხსნა.
ჩვენი მიზანია, ჩვენს მომხმარებლებს, შევთავაზოთ მოქნილი და მარტივი სერვისი, მათთან ახლოს.
ახალი ფილიალი მომხმარებლებს უკვე სრულფასოვან მომსახურებას უწევს.