გრინვეის მაღალკვალიფიციური, სწრაფი და მარტივი ტექინსპექტირების სერვისით სარგებლობა უკვე ბათუმის მოსახლეოსაბასაც შეუძლია - მობილურმა სერვის ცენტრმა, რომელიც აქამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა, მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნის საფუძველზე, ბათუმში გადმოინაცვლა.
სერვის ცენტრი უკვე ფუნქციონირებს და აქტიურად იღებს მომხმარებლებს; მას შეგიძლიათ დადიანის #3-ში ეწვიოთ (ბაგრატიონისა და დადიანის კვეთა, ბენზინგასამართი სადგურის „ქონექთის“ გვერდით). ფილიალი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათებში, ხოლო შაბათს 10:00-15:00 საათებში.
სერვის ცენტრი აღჭურვილია ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამისი ტექინსპექტირების დანადგარებით/ხელსაწყოებით; ხოლო თქვენს ავტომობილს ტექინსპექტირებას მაღალკვალიფიციური პერსონალი ჩაუტარებს.
გრინვეი მაღალი პასუხისმგებლობის კომპანიაა, რომელიც მუდამ ორიენტირებულია გაფართოებაზე. ჩვენი მიზანია, რომ ტექინსპექტირების სერვისი საქართველოს მოსახლეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი იყოს და ავტომფლობელებს პროფესიონალური სერვისის მისაღებად არ უწევდეთ გრძელი გზის გავლა.
2018 წლიდან დღემდე გრინვეიმ მთელი საქართველოს მასშტაბით 32 ფილიალი გახსნა და უკვე 2 000 000-ზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს მოემსახურა. ჩვენთან დასაქმებულია 270-მდე თანამშრომელი.
„გრინვეის“ პარტნიორია ესპანური კომპანია APPLUS, რომელიც 70 ქვეყანაში ოპერირებს ტექინსპექტირების მიმართულებით. ასევე კომპანია თანამშრომლობს საერთაშორისო ასოციაციასთან “CITA”, იგი სახელმწიფო და კერძო სექტორის ორგანიზაციებს აერთიანებს, რომლებიც ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების სფეროში საქმიანობენ.
„გრინვეის“ ყველა ფილიალი, მათ შორის ბათუმის სერვის ცენტრიც, არის აღჭურვილი ACTIA-ს წარმოების ტექნიკით.
იმისათვის, რომ ტექინსპექტირების თარიღი არ გამოგრჩეთ, ჩანიშნოთ ვიზიტი და მარტივად გადაიხადოთ სერვისის საფასური, ეწვიეთ ვებ-გვერდს
greenway.ge