გრინვეის 2023 წლის შეჯამება
29 December, 2023
“გრინვეი საქართველო”, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია რეფორმის პირველი დღეებიდან ცდილობს აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება ტექინსპექტირებაზე, იყოს ინოვაციური და სერვისზე ორიენტირებული. დანერგოს ევროპული სტანდარტები და ღირებულებები ინდუსტრიაში.
 
გრინვეის, საქართველოში ყველაზე დიდი ტექინსპექტირების კომპანიის ისტორია, 5 წლის წინ დაიწყო. 2019 წლიდან რეფორმის ფარგლებში სავალდებულო ტექინსპექტირების ყველა სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა.
 
2018 წლის 15 აგვისტოს გრინვეი ოფიციალურად შეუდგა ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმეს.
 
 
 
დღეს, 5 წლის შემდეგ, გრინვეი მთელი საქართველოს მასშტაბით 32 ფილიალითაა წარმოდგენილი, გრინვეიში დასაქმებულია 270 -მდე თანამშრომელი. კომპანია 51 ტექინსპექტირების ხაზით ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში, უკვე მოემსახურა 1 700 000-ზე მეტ მომხმარებელს.
 
 
 
2023 გრინვეისთვის საინტერესო და ბევრი სიახლის წელი იყო.
 
თბილისში დაემატა ახალი მეცამეტე სერვისცენტრი ხუდადოვზე (ხუდადოვისა და ურიდიას კვეთა #4)
 
 
 
კომპანიამ უპრეცედენტო სიახლე დანერგა და 2023 წლიდან ინსპექტირების ოქმი ჩანაცვლდა ელექტრონული ვერსიით, რომელსაც მომხმარებელი იღებს სმს-ის სახით. საქართველოში ინდუსტრიისთვის ეს არის ინოვაცია და როგორც ყველა სხვა მიმართულებით, გრინვეიც აქაც პირველია და სიახლეს ნერგავს პირველი.
 
მხოლოდ ამ ცვლილებით, გრინვეიმ წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ფურცლის დაბეჭდვაზე თქვა უარი, რაც პირველ წელს 50%-ით, ხოლო მომდევნო წლებში 80% შეამცირებს გრინვეის მხრიდან ქაღალდის მოხმარების მაჩვენებელს.
 
 
 
2023 წლის 15 სექტემბერს USAID-სა და გრინვეის შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
 
USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, „გრინვეი საქართველომ“ თავის პარტნიორებთან (APPLUS, CITA, ტექინსპექტირების ცენტრების გაერთიანება „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“) ერთად შექმნა ტრენინგ ცენტრი.
 
ტრენინგ ცენტრის ფარგლებში შემუშავდა ტრენინგ მოდულები, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს საკანონმდებლო აქტებთან, დამზადდა სახელმძღვანელო, შემეცნებითი და სასწავლო ვიდეოები და შეიქმნა უნიკალური ონლაინ პლატფორმა - academy.greenway.ge
 
მთელი საქართველოს მასშტაბით გადამზადდა ტრენერთა ჯგუფი.
 
პროექტი ხელს შეუწყობს რეფორმის განმტკიცებას და უზრუნველყოფს ერთიანი, მაღალი სტანდარტების დანერგვას პტი ცენტრებში, ინსპექტორობის მსურველების, თუ უკვე არსებული ინსპექტორების განგრძობად მომზადება-გადამზადებას.
 
 
 
 
2023 წლის შემოდგომაზე „გრინვეი საქართველოს“ პარტნიორობის ფარგლებში APPLUS-ის ტექნიკური ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელმაც კომპანიის ყოველწლიური შეფასება განახორციელა, გრინვეის თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარა და სამომავლო რეკომენდაციები შეიმუშავა.
 
 
 
 
2023 წელს გრინვეისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი.
 
მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გრინვეიში მიმდინარე ვაკანსიების შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია და კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, წარმატებული სტუდენტები დასაქმდებიან გრინვეიში.
 
 
 
კომპანია წელსაც აქტიურად ზრუნავდა მომხმარებელზე. პირველ რიგში, გრინვეი აგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს რეფორმის შესახებ სწორი ინფორმაცია, მისი მნიშვნელობა და საჭიროება. ამისთვის, 2023 წელს პერიოდულად იმართებოდა კამპანიები და გასვლითი შეხვედრები მომხმარებელთან. ავტომობილით მგზავრობაზე, მის მოვლაზე და შერჩევაზე სხვადასხვა რეკომენდაციები მუდმივად ახლდებოდა საიტზე, მაგალითად, როგორიცაა: რა უნდა შეამოწმო ავტომობილში, სანამ წახვალ სამგზავროდ, რა მოწმდება ტექდათვალიერებაზე, კომფორტული მგზავრობისთვის რა ნივთებით უნდა აღჭურვოთ თქვენი მანქანა, რა უნდა გაითვალისწინო მეორადი ავტომობილის მგზავრობისას და ა.შ.
 
გრინვეი ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე და მაქსიმალურად გაამარტივა ჯავშნის და რეგისტრაციის პროცესი მისთვის. Greenway.ge ზე მომხმარებელს შეუძლია წინასწარ გაიაქტიუროს შემახსენებელი სმს, დაჯავშნოს ვიზიტი მისთვის სასურველ დროს.
 
 
კომპანია მომავალშიც გააგრძელებს რეფორმის განმტკიცებას და ევროპული სტანდარტების დანერგვას ინდუსტრიაში.