სს „გრინვეი საქართველოს“ მენეჯმენტმა საზაფხულო კამპანიის ფარგლებში - „გრივეი ყველაგანაა“ შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებთან და მუნიციპალურ მერებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში მართავდა.
საზაფხულო კამპანია ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან შეხვედრით დასრულდა. ხულოს მუნიციპალიტეტის მერი მობილური ხაზის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
სს „გრინვეი საქართველოს“ დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობა გააცნო, ასევე, სტაჟირების და შემდგომი დასაქმების პროგრამა. სს „გრინვეი საქართველოს“ მოსახლეობას 16 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ორთვიან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. პროგრამაში ჩართული სტაჟიორები ტექნიკური ინსპექტირების სერვისცენტრებში გაივლიან ორთვიან უფასო სტაჟირებას. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტექნიკური ინსპექტირების დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ. სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე: https://www.umartivesad.ge/ka/news/stajireba-grinveishi
სს „გრინვეი საქართველო“ სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში, კომპანია მთელი საქართველოს მაშტაბით 26 სერვის ცენტრს ფლობს, ასევე ისეთი რეგიონებისთვის სადაც არ არის სტაციონარული ტექნიკური ინსპექტირების სადგურები, კომპანია სამ გადასატან ხაზს ფლობს, ამჟამად როგორც უკვე აღინიშნა, ერთი მობილური ხაზია განთავსებულია ხულოს მუნიციპალიტეტში, დაბნარჩენი ორი კი, მარტვილის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში. „გრინვეის“ მობილური ხაზები ადგილობრივ მტავრობასთან შეთანხმებით და მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად მუდმივად გადადის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს შუახევის, მესტიის და ადიგენის მუნიციპალიტეტებთან.
სს „გრინვეი საქართველომ“ დარგის განვითარებისთვის უკვე განახორციელა 53 მლ ლარის ინვესტიცია და შეიქმნა 370 ახალი სამუშაო ადგილი. კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია ტექნიკური ინსპექტირების დარგის კვალიფიციური სპეციალისტების არსებობა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სტაჟირების პროგრამა გრინვეიში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს რეგიონების გაძლიერებას.