გრინვეი რეგიონების მოსახლეობისთვის ტექნიკური ინსპექტირების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას აგრძელებს. 19 ნოემბერს აქცია - პერფორმანსი საჩხერეში, 22 ნოემბერს სამტრედიასა და აბაშაში, ხოლო 25 ნოემბერს ჩოხატაურში გაიმართა.
გრინვეის ტექნიკურმა პერსონალმა შეკრებილ საზოგადოებას ის აპარატურა წარუდგინა, რომლის საშუალებითაც ავტოსატრასპორტო საშუალებების გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის და კვამლიანობის დადგენა ხდება. ასევე, მოსახლეობას რიგლოსკოპის გამოყენების პროცედურა გააცნეს, რომლის საშუალებით მოწმდება ფარების სინათლის ნაკადის მიმართულება.
გრინვეის ინსპექტორებმა მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ყველა ის პარამეტრი, რომლზეც მოწმდება ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების გავლის პროცესში.
გრინვეის ტექნიკურმა დირექტორმა ლევან აბრამიშვილმა კი ისაუბრა პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მნიშვნელობაზე,როგორც საქართველოში საკმაოდ მოძველებული ავტოპარკის გაჯანსაღების თვალსაზრისით, ასევე გზებზე უსაფრთხოების და გაუმართავი ავტომობილების გამო ავტოსაგზაო შემთხვევათა შემცირების, ასევე ზოგადად ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.
გრინვეი მსგავს შეხვედრებს მოსახლეობასთან მომავალშიც გააგრძლებს.
2019 წლის ზაფხულის განმავლობაში გრინვეის მენეჯმენტი საქართველოს 16 ქალაქში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და გრინვეის ცენტრებში ტექნიკური ინსპექტირების პროცესი გააცნო. ახლა კი, შეხვედრები შედარებით მცირე დასახლების დაბებში და სოფლებში გაიმართება, სადაც გრინვეის ცენტრები არ არის წარმოდგენილი.
გრინვეი სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანია ფლობს 26 სერვის ცენტრს, აქედან 10 ცენტრი განთავსებულია თბილისში, 16 კი რეგიონებში. ასევე, კომპანია ფლობს სამ მობილურ ხაზს ისეთი ტერიტორიული ერთეულებისთვის სადაც არ არსებობს სტაციონარული ტექდათვალიერების სერვისცენტრები.