საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია - „გაიგე მეტი ტექინსპექტირების შესახებ“ ქ. ფოთში გაიმართა
09 December, 2019

გრინვეი საზოგადოების ცნობირებების ამაღლების კამპანიის ფარგლებში - „გაიგე მეტი ტექინსპექტირების შესახებ“ - ქ. ფოთის მოსახლეობას შეხვდა.

 

გრინვეის ტექნიკურმა პერსონალმა შეკრებილ საზოგადოებას ის აპარატურა წარუდგინა, რომლის საშუალებითაც ავტოსატრასპორტო საშუალებების გამონაბოლქვში CO- შემცველობის და კვამლიანობის დადგენა ხდება. ასევე, მოსახლეობას რიგლოსკოპის გამოყენების პროცედურა გააცნეს, რომლის საშუალებით მოწმდება ფარების სინათლის ნაკადის მიმართულება.

 

გრინვეის ინსპექტორებმა მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ყველა ის პარამეტრი, რომლზეც მოწმდება ავტომობილები ტექინსპექტირების გავლის პროცესში.

 

გრინვეის რეგიონულმა კოორდინატორმა გიგა მოწყობილმა შეკრებილ საზოგადოებასთან პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მნიშვნელობა შეაფასა გზებზე უსაფრთხოების, ავტოპარკის გაჯანსაღების, ავტოსაგზაო შემთხვევათა შემცირების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

 

ქ. ფოთში გამართული აქციით გრინვეიმ დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია დაასრულა.

 

გრინვეი მსგავს შეხვედრებს მოსახლეობასთან მომავალშიც გააგრძლებს.