ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელი სს გრინვეი საქართველო აგრძელებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მთავრობებთან შეხვედრებს. ამჯერად კომპანიის ხელმძღვანელობა სამტრედიის მერს ვალერიან ფოცხვერიასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სამტრედიის გამგებელის მოადგილე დავით ბახტაძე.
სს გრინვეი საქართველომ იმერეთის მხარეში ორი სერვის ცენტრი უკვე გახსნა, სამტრედიასა და საჩხერეში. რეგიონში განხორციელებულმა ინვესტიციამ დაახლოებით ერთი მილიონი ლარი შეადგინა და შეიქმნა 10 ახალი სამუშაო ადგილი.
სს გრინვეი საქართველომ ზაფხულის კამპანიის ფარგლებში, სპეციალურად საქართველოს რეგიონებისთვის, სტაჟირების უფასო პროგრამა შეიმუშავა და წარმატებულ კანდიდატებს დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს. სს გრინვეი საქართველოს დირექტორმა, ვახტანგ ებიტაშვილმა სტუმრებს სტაჟირების პროგრამა დეტალურად გააცნო. პროგრამაში ჩართული სტაჟიორები ტექნიკური ინსპექტირების სერვის ცენტრებში გაივლიან ორთვიან უფასო სტაჟირებას. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში სტაჟიორები შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტექნიკური ინსპექტირების დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ.
სს გრინვეი საქართველო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის 10 სერვისცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ასევე, ისეთი ტერიტორიული ერთეულებისთვის, სადაც ტექნიკური ინსპექტირების მუდმივი ცენტრები არ არის, კომპანია გადასატან ტექინსპექტირების სადგურებს ფლობს.
სს გრინვეი საქართველოს პარტნიორია ესპანური ტექნიკური ინსპექტირების ბრენდი Applus,რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. სწორედ, ესპანური გამოცდილების გათვალისწინებით მოეწყო ტექინსპექტირების ქსელი საქართველოში დაგრინვეი მთელი საქართველოს მაშტაბით მომხმარებელს მაღალკვალიფიციურ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.
კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 53 მლ ინვესტიცია და შექმნა 370 სამუშაო ადგილი.