გრინვეი რეგიონის მოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლების კამპანიას აგრძელებს
29 October, 2019

გრინვეი რეგიონების მოსახლეობისთვის ტექინსპექტირების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია კვლავ გრძელდება. ამჯერად აქცია-წარმოდგენა ყარაჯალარის და გაჩიანის მოსახლეობისთვის გაიმართა.

 

გრინვეის ტექნიკურმა პერსონალმა შეკრებილ საზოგადოებას ის აპარატურა წარუდგინა, რომლის საშუალებითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის და კვამლიანობის დადგენა ხდება. ასევე, მოსახლეობას რიგლოსკოპის გამოყენების პროცედურა გააცნეს, რომლის საშუალებით მოწმდება ფარების სინათლის ნაკადის მიმართულება.

 

გრინვეის ინსპექტორებმა მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ყველა ის პარამეტრი, რომელზეც მოწმდება ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების გავლის პროცესში.

 

მსგავს საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვან პერიოდული სავალდებულო ექნიკური ინსპექტირების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის., როგორც საქართველოში საკმაოდ მოძველებული ავტოპარკის გაჯანსაღების თვალსაზრისით, ასევე გზებზე უსაფრთხოების და გაუმართავი ავტომობილების გამო ავტოსაგზაო შემთხვევათა შემცირების, ასევე ზოგადად ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

 

გრინვეი მსგავს შეხვედრებს მოსახლეობასთან მომავალშიც გააგრძელებს. შემდეგი შეხვედრა 30 ოქტომბერს, ხაშურის მოსახლეობისთვის გაიმართება.  2019 წლის ზაფხულის განმავლობაში გრინვეის მენეჯმენტი საქართველოს 16 ქალაქში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და გრინვეის ცენტრებში ტექნიკური ინსპექტირების პროცესი გააცნო. ახლა კი, შეხვედრები შედარებით მცირე დასახლების დაბებში და სოფლებში გაიმართება, სადაც გრინვეის ცენტრები არ არის წარმოდგენილი.

 

გრინვეი სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანია ფლობს 26 სერვისცენტრს, აქედან 10 ცენტრი განთავსებულია თბილისში, 16 კი რეგიონებში. ასევე, კომპანია ფლობს სამ მობილურ ხაზს ისეთი ტერიტორიული ერთეულებისთვის სადაც არ არსებობს სტაციონარული ექინსპექტირების სერვისცენტრები.