გრინვეი აკადემიის ტრენინგები წარმატებით გრძელდება
26 June, 2025
  • გრინვეი აქტიურად აგრძელებს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას - კომპანიის შიდა ტრენინგ-პლატფორმა, გრინვეი აკადემია, სისტემატურად მართავს როგორც ტექნიკურ, ისე სერვის პლიუსის მიმართულებით ტრენინგებს, რომელთა მიზანია ხარისხის გაუმჯობესება ინდუსტრიის ყველა დონეზე.

 

ტექნიკური ტრენინგები ორიენტირებულია ინსპექტორების ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. სასწავლო ციკლი მოიცავს რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებულ ანალიზსა და გამოცდილების გაზიარებას, რაც პროფესიულ ურთიერთობებს ამყარებს და ხელს უწყობს საერთო სამუშაო სტანდარტის ამაღლებას.
 
სერვის პლიუსის მიმართულებით კი ტრენინგები მიზნად ისახავს მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერებას. აქცენტი კეთდება კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაზე, მომსახურების სტანდარტების ამაღლებასა და გუნდურობის განვითარებაზე იმისთვის, რომ თითოეულმა მომხმარებელმა მიიღოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება.
 
გრინვეი აკადემია არ წარმოადგენს მხოლოდ კომპანიის შიდა საჭიროებაზე მორგებულ პლატფორმას; ესაა სივრცე, რომელიც ინდუსტრიის მთელ ეკოსისტემას სთავაზობს ერთიანი სტანდარტებით მომზადებისა და გადამზადების შესაძლებლობას.