გრინვეი 6 წლის გახდა - „გრინვეისთან ერთად სწორ გზას ადგახარ“
“გრინვეი საქართველო”, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია რეფორმის პირველი დღეებიდან ზრუნავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ტექინსპექტირებაზე, არის ინოვაციური და მაღალი ხარისხის მომსახურეობის მიწოდებაზე ორიენტირებული. ნერგავს ევროპულ სტანდარტებს და ღირებულებებს ინდუსტრიაში.
გრინვეის, საქართველოში ყველაზე დიდი ტექინსპექტირების კომპანიის ისტორია, 6 წლის წინ დაიწყო. 2019 წლიდან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტექინსპექტირებას ყველა სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა.
2018 წლის 15 აგვისტოს გრინვეი ოფიციალურად შეუდგა ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმეს.
დღეს, 6 წლის შემდეგ, გრინვეი მთელი საქართველოს მასშტაბით 32 ფილიალითაა წარმოდგენილი, გრინვეიში დასაქმებულია 270 -მდე თანამშრომელი. კომპანია 51 ტექინსპექტირების ხაზით ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში, უკვე მოემსახურა 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელს.
გრინვეის მიერ ამ წლების განმავლობაში არა ერთი ინოვაციური პროექტი განხორციელდა.
2024 წელს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დაინერგა ახალი საოპერაციო პროგრამა, რამაც ტექინსპექტირების პროცესი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახადა.
2024 წელს USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში , „გრინვეი საქართველომ“ თავის პარტნიორებთან (APPLUS, CITA, ტექინსპექტირების ცენტრების გაერთიანება „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“) ერთად შექმნა გრინვეი აკადემია, რომლის ფარგლებში შემუშავდა ტრენინგ მოდულები, დამზადდა სახელმძღვანელო, შემეცნებითი და სასწავლო ვიდეოები და შეიქმნა უნიკალური ონლაინ პლატფორმა - academy.greenway.ge , მთელი საქართველოს მასშტაბით გადამზადდა ტრენერთა ჯგუფი.
პროექტი ხელს უწყობს რეფორმის განმტკიცებას და უზრუნველყოფს ერთიანი, მაღალი სტანდარტების დანერგვას ტექინსპექტირების ცენტრებში, ინსპექტორობის მსურველების, თუ უკვე არსებული ინსპექტორების განგრძობად მომზადება - გადამზადებას.
2024 წლის ზაფხულში გაეშვა გრინვეის ახალი კამპანია „სწორ გზას ადგახარ“.
კამპანია „სწორ გზას ადგახარ“ არ არის მხოლოდ მარკეტინგული ინიციატივა - იდეა გრინვეის კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილია. დროული ინსპექტირების მნიშვნელობის ხაზგასმით, კამპანია ხელს უწყობს გზაზე მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილებას, რითაც უბედური შემთხვევების წარმოქმნის რისკების არიდებითაც იქნება შესაძლებელი.
გამართული მანქანით გადაადგილება ავტომფლობელისთვის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილიცაა და კამპანიის მესიჯი სწორედ აქეთკენაა მიმართული.
გრინვეიმ ბოლო წლებში უპრეცედენტო სიახლე დანერგა და ინსპექტირების ოქმი ჩანაცვლდა ელექტრონული ვერსიით, რომელსაც მომხმარებელი იღებს სმს-ის სახით. საქართველოში ინდუსტრიისთვის ეს არის ინოვაცია და როგორც ყველა სხვა მიმართულებით, გრინვეიც აქაც პირველია.
მხოლოდ ამ ცვლილებით, გრინვეიმ წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ფურცლის დაბეჭდვაზე თქვა უარი, რამაც 72%-ით უკვე შეამცირა გრინვეის მხრიდან ქაღალდის მოხმარების მაჩვენებელი. მეორეს მხრივ, ჩვენს მომხმარებელს მუდმივად შეუძლია თან იქონიოს თავისი ავტომობილის/ავტომობილების ინსპექტირების ონლაინ ისტორია.
გრინვეი წელსაც აქტიურად ზრუნავდა მომხმარებელზე. პირველ რიგში, კომპანია აგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს რეფორმის შესახებ სწორი ინფორმაცია, მისი მნიშვნელობა და საჭიროება. ამისთვის, 2024 წელს პერიოდულად იმართებოდა კამპანიები და გასვლითი შეხვედრები მომხმარებელთან. ავტომობილით მგზავრობაზე, მის მოვლაზე და შერჩევაზე სხვადასხვა რეკომენდაციები მუდმივად ახლდებოდა საიტზე, მაგალითად, როგორიცაა: რა უნდა შეამოწმო ავტომობილში, სანამ წახვალ სამგზავროდ, რა მოწმდება ტექდათვალიერებაზე, კომფორტული მგზავრობისთვის რა ნივთებით უნდა აღჭურვოთ თქვენი მანქანა, რა უნდა გაითვალისწინო მეორადი ავტომობილის მგზავრობისას და ა.შ.
კომპანია მომავალშიც გააგრძელებს რეფორმის განმტკიცებას და ევროპული სტანდარტების დანერგვას ინდუსტრიაში, მომხმარებლებისთვის გვექნება არაერთი ინოვაციური სიახლე.