გრინვეი 4 წლისაა!
14 August, 2022

„გრინვეი საქართველო“ 4 წლის გახდა. კომპანიის ქსელში მომუშავე 300 მაღალკვალიფიციური სპეციალისტით, ევროპული სტანდარტების ტექნოლოგიებით აღჭურვილი 30 სერვის ცენტრით, 1 მილიონ 200 ათასი ჩატარებული ტექინსპექტირებით, ათობით განხორციელებული საინფორმაციო-საზოგადოებრივი კამპანიით, „გრინვეიმ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოში ტექინსპექტირების სფეროს განვითარებაში. 

 

დღეს „გრინვეის“ სერვის ცენტრები ერთი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობენ საქართველოს მოქალაქეებს როგორც თბილისში, ისე - ქვეყნის ყველა რეგიონში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებშიც, სადაც გრინვეის მობილური სერვის ცენტრები ადგილზე მიდიან და ემსახურებიან ავტომფლობელებს.

 

დაფუძნებიდან 2 წელში „გრინვეი“ გახდა ტექინსპექტირების საერთაშორისო ასოციაციის CITA სრულუფლებიანი წევრი საქართველოდან. 

 

დღეს „გრინვეი“ საქართველოში ტექინსპექტირების სფეროს ლიდერი კომპანიაა, რომელმაც დაფუძნებიდან 4 წლის თავზე შეძლო შეეცვალა მომხმარებლის ქცევა - დღეს ავტომობილის შეძენისას, თუ ტექინსპექტირების გავლამდე, მოქალაქეთა დიდი ნაწილი ამოწმებს ავტომობილის მდგომარეობას. გაიზარდა პასუხისმგებლიანი მძღოლების რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, ზრდის უსაფრთხოებას, გარემოზე ზრუნვას.