Volkswagen Golf დღეს ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მოდელია. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ავტომობილს, მასაც აქვს დამახასიათებელი სუსტი წერტილები, რაც ხშირად დახარვეზების მიზეზი ხდება ტექინსპექტირებისას და აი ისინიც:
ჭარბი გამონაბოლქვი
ფოტო: Bryan Roko
თუკი Volkswagen Golf-ის მფლობელი ხართ, ყურადღება უნდა მიაქციოთ გამონაბოლქვის მდგომარეობას, რადგან ეს კომპონენტიც ხშირად დახარვეზების მიზეზი აღმოჩნდება ხოლმე.
თუ თქვენს ავტომობილს, გარკვეულ გაუმართაობის ნიშენბს ატყობთ, როგორიც არის: ძრავის შეფერხებით მუშაობა, სიმძლავრის დაკარგვა, მოჭარბებული კვამლიანობა, სასურველია ინსპექტირებამდე ძრავის ელექტრო და კვების სისტემის მდგომარეობა, კვალიფიციურ სპეციალისტთან გადაამოწმოთ.
ხშირად ხდება, როდესაც საწვავის ფილტრის, ძრავის ჰაერის ფილტრის და ანთების სანთლეების (ე.წ. „სვეჩების“) შეცვლა პრობლემას უმარტივესად აგვარებს.
დაზიანებული საქარე მინები
ფოტო: Dimitri Kharachenko
Volkswagen Golf-ი საქარე მინები საკმაოდ ხშირად გაბზარვის გამო ხარვეზდება.
საყურადღებოა, რომ მინამწმენდის არეში 3 მცირე (მაქს. 5მმ-იანი) ნაკენჭურის არსებობა 2020 წლამდე დასაშვებად ითვლება.
გაუმართავი სადგომი მუხრუჭი (სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის პარკირების დროს, მის უძრავ მდგომარეობაში დაფიქსირებას)
ფოტო: Giphy.com
ყველაზე ხშირად დახარვეზებული სხვა „ვეტერანების“ მსგავსად, Volkswagen Golf-ის პრობლემა ხშირად სადგომი მუხრუჭის გაუმართაობას ან არასათანადო რეგულირებას უკავშირდება.
ფარების გაუმართაობა
ფოტო: Adrian Fernandez
ალბათ გაუმართავი ფარებიც არ გაგაკვირვებთ - ესეც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა ტექინსპექტირებისას. ძირითადი მიზეზი ისევ გადამწვარი ნათურებია.
შევაჯამოთ:
თუ ზემოთხსენებულ ოთხ ხარვეზს აღმოვფხვრით, მივიღებთ საიმედო, კომფორტულ და ეკონომიურ ავტომობილს, კარგი ტევადობით, მანევრირებით და საწვავის შემცირებული ხარჯებით.
შეგახსენებთ, რომ ტექინსპექტირების გავლა შესაძლებელია ყველგან, სადაც გრინვეის ტექინსპექტირების ცენტრები შეგხვდებათ;
თბილისში 10, ხოლო რეგიონებში 16 სერვისცენტრი და 3 მობილური ხაზი მოგემსახურებათ.
თუ ავტომობილი დახარვეზდა: 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეგეძლებათ ხარვეზების გამოსწორება და განმეორებითი ტექინსპექტირების გავლა.