გამონაბოლქვის კოეფიციენტის ცვლილება
03 January, 2025
2025 წლის 1 იავრიდან იგეგმება ტექინსპექტირების რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედება, რაც შეეხება ბენზინის ძრავისთვის მხოლოდ გამონაბოლქვის სტანდარტის ცვლილებას.
 
 
სიახლე შეეხება იმ ბენზინის ძრავით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარეს პირველადი რეგისტრაცია 2020 წლის 1 აპრილამდე.
 
 
2025 წლის 1 იანვრის შემდგომ მათი ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.3%.
 
 
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენებოდა შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.5%;