ელექტრომობილების უფასო დამტენები გრინვეიში
22 July, 2019

გრინვეის მიზანია შექმნას უკეთესი ეკოლოგიური გარემო ჩვენს ქვეყანაში. კომპანიამ საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თბილისში მდებარე ხუთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში გამოყო ადგილი და სრულიად უსასყიდლოდ განათავსა ელეტქრომობილების დამტენები.

 

პროექტი ხორციელდება კომპანია ისფეისის და მ2 თანამშრომლობით. ამ პროექტის მიზანია, შევქმნათ უკეთესი გარემო, ხელი შევუწყოთ ეკოლოგიურად სუფთა ტრასპორტის პოპულარიზაციას ქვეყანაში.

 

გრინვეი ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში, კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობს 26 სერვისცენტრს, აქედან 10 ცენტრი მდებარეობს თბილისში, ხოლო 16 საქართველოს რეგიონებში.

 

დღეიდან ელექტრომობილების უფასო დამტენები ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის თბილისში მდებარე გრინვეის ხუთ სერვისცენტრში, კონკრეტულად კი გლდანში, ბევრი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ და დიღომში, ნოდარ ბოხუას ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრებში.

 

მხარეებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ელექტრომობილების დამტენები გრინვეის რეგიონულ სერვის ცენტრებშიც განთავსდება.