ცვლილება ინსპექტირების კანონში - 2024 წლის ცვლილებები
26 December, 2023
2024 წლიდან, ტექინსპექტირების კანონში შედის ცვლილება გამონაბოლქვის შესახებ. ასევე, ამავე წლიდან იცვლება კანონები: მგზავრთა გადაყვანისა და საუბრავების შესახებ. 
 
 
510 დადგენილების მიხედვით:
 
 
2024 წლის 1 იანვრიდან, 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.5%;
 
 
ეს სიახლე შეეხება 2020 წლის 1 აპრილამდე საქართველოში პირველად რეგისტრირებულ ავტომობილებს, რომლებიც ამჟამად მოწმდებიან 0,55%-ზე.
 
 
რაც შეეხება 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ საქართველოში პირველად რეგისტრირებულ ავტომობილებს ,ეს ცვლილება მათ არ ეხებათ . ნორმები რჩება იგივე (CO-ს დონე არაუმეტეს ძრავას უქმ სვლაზე – 0,5%-ს და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) – 0.3%-სა.
 
 
კოეფიციენტი ლამბდა არ უნდა აღემატებოდეს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ დადგენილ სიდიდეს, ამ ინფორმაციის უქონლობის შემთხვევაში კი – 1 ± 0,03-ს;)
 
 
 მგზავრთა გადაყვანაზე და ავტოსადგურებზე:
 
კანონის პროექტით წესრიგდება, ავტოსადგურის შესაბამისობის სერთიფიკატთა, ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის წესთან, ავტოსადგურთან, ავტოსადგურის სერტიფიცირებასთან, მოძრაობის უსაფრთხოებასა და რეგულირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. კანონი ამოქმედდება 2024 წლის 1 მარტიდან, ხოლო კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან. (მითითებული კანონის მე-2 მუხლი ეხება მთავრობის ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს ავტოსადგურის სერტიფიცირების წესის, პირობების და ვადების დადგენა და სხვა სახის მოქმედებები, რომლების დაკავშირებულია კანონის ამოქმედებასთან)
 
 
ცვლილება საბურავების შესახებ
 
 
1 იანვრიდან, ცვლილებების მიხედვით,  განისაზღვრება ზამთრის პერიოდში გადაადგილებისათვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები.