დაბა ბაკურიანში ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ტექინსპექტირება ყველაზე დიდიმა ქსელმა გრინვეიმ, „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აქცია გამართეს. აქცია ხორციელდება კამპანია “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში.
ღონისძიების მიზანია როგორც ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლის დანერგვის საჭიროების ხაზგასმა, ასევე მძღოლების ცნობიერების ამაღლება სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების მნიშვნელობაზე.
2019 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში ტექინსპექტირების გაიარა დაახლოებით 718 700 სატრანსპორტო საშუალებამ. აქედან, პირველადზე წარმატებით გაიარა - 311 609, დახარვეზდა - 405 276. გზებზე გადაადგილება აეკრძალა - 1063 ავტომობილს. განმეორებითი ინსპექტირება წარმატებით გაიარა - 303 755, ხარვეზი დაუდგინდა -19 892, გადაადგილება აეკრძალა - 170 ავტომობილს. განმეორებით ინსპექტირებაზე (სავარაუდოდ) გამოცხადდა სულ - 304 200, განმეორებით ინსპექტირებაზე (სავარაუდოდ) არ გამოცხადდა სულ - 73 869.
ინსპექტირების რეფორმა მეტად მნიშვნელოვანია ტრანსპორტის გამონაბოლქვის შესამცირებლად და ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, თუმცა ცნობიერების სიმცირის გამო მძღოლები ერთჯერად მანიპულაციებს მიმართავენ და ინსპექტირების გავლის შემდეგ მათი სატრანსპორტო საშუალება კვლავ აბინძურებს გარემოს.
აქციის ფარგლებში კომპანია გრინვეის კვალიფიციურმა პერსონალმა სერტიფიცირებული აპარატურის მეშვეობით კონკრეტულ ავტომობილზე გაზომა გამონაბოლქვი და დაადგინა მასში CO-სა (ბენზინზე) და კვამლიანობის შემცველობის ოდენობა (დიზელზე).
გარდა გამონაბოლქვის კონტროლისა, მძღოლების სურვილის გათვალისწინებით სატრანსპორტო საშუალებები რიგლოსკოპის გამოყენებით ფარების სინათლის ნაკადის მიმართულებაზე შემოწმდა, რაც საგზაო უსაფრთოებისთვის მეტად მნიშვნელოვანი პარამეტრია.