სტუდენტობისას „Xerox“-ებში დაკონსპექტებული ლექციები იქნება, თუ უნივერსიტეტის დიპლომი, გამოკვლევის შედეგები, თუ ცნობა, რომელიც რაღაცას ადასტურებს, „ყოველი შემთხვევისთვის“ ამობეჭდილი კონცერტის ბილეთები, თუ ათასნაირი ხელშეკრულება, ფაქტია, რომ ადამიანების ცხოვრება სავსეა ბიუროკრატიით, შინაარსისგან დაცლილი რიტუალებითა და უსარგებლო ფურცლებითა თუ საბუთებით.
ეს რეალობა, ჩვენს დროში ახირებას უფრო ჰგავს, ეპოქაში, როცა უკვე მარტივად შეიძლება, რომ აბსოლუტურად ყველა ფიზიკურ საბუთს, საკუთარი ციფრული ტყუპისცალი ყავდეს.
ამ უფუნქციო დოკუმენტთა ვრცელ ჩამონათვალში, საკუთარი მოკრძალებული ადგილი გრინვეის ტექინსპექტირების საბუთსაც ეკავა, თუმცა ეს ამბავი უკვე წარსულს ჩაბარდა, რადგან კომპანია, 2023 წელს, სრულად გადავიდა ტექინსპექტირების გავლის დამადასტურებელი ციფრული საბუთის/ოქმის SMS-ით მიღებაზე.
სწორედ ამ ცვლილებას და უკეთესი ეკოლოგიური გარემოს შექმნის იდეას უკავშირდება Greenway-ის ახალი საკომუნიკაციო კამპანია „ფურცელზე, რომელიც თითქმის აღარაფერში დაგჭირდებათ“.
გვესაუბრება თეონა ჭკადუა, Greenway-ის კომერციული დირექტორი
თეონა, მოგვიყევით საიდან და რატომ გაგიჩნდათ ტექინსპექტირების საბუთის გაციფრულების სურვილი და როგორ მიხვედით კამპანიის იდეამდე?
გამომდინარე იქიდან, რომ ტექინსპექტირების რეფორმა, საკუთარ თავში, გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვას მოიაზრებს, ჩვენი ფიქრი, მუდმივად მიმართულია ამ ღირებულებების ტექნიკურ, პროცედურულ ნაწილში გადმოსატანად.
სწორედ ამიტომ, გრინვეის ხუთწლიანი ისტორია სავსეა ახალი და ინოვაციური პროექტებისა თუ პროდუქტების მუდმივი ძიებისა და დანერგვის პროცესით.
რადგანაც მომხმარებელთა უმეტესობას ტექინსპექტირების გავლა წელიწადში ერთხელ უწევს, დღის წესრიგში ჯერ „სმს შემახსენებლის“ გააქტიურების საკითხი დადგა, ასევე მომხმარებელს ჩვენს ვებგვერდზე (www.greenway.ge) საკუთარი კაბინეტის შექმნის შესაძლებლობაც მივეცით, საიდანაც უმარტივესად აკონტროლებს საკუთარი თუ ოჯახის წევრების ავტომობილების ტექინსპექტირების პროცესს, ჯავშნის სერვისს და იხდის მომსახურების საფასურს.
როდესაც ვცდილობთ ეკომეგობრული იდეის განხორციელებას და ამის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებას, პირველ ტესტს პროექტი ყოველთვის თანამშრომლებში და გუნდში გადის ხოლმე. მნიშვნელოვანია სწორედ განსაზღვრო რამდენად დროული, მისაღები და გასაგებია ქმედება თუ სათქმელი.
ტექინსპექტირების ფურცლის „გაქრობის“ და მისი sms საბუთით ჩანაცვლების იდეაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთ შეხვედრაზე, ნახევრად ხუმრობით გაჟღერდა და რადგანაც ის ყველამ დიდი ენთუზიაზმით აიტაცა, მალევე სერიოზულად მოვკიდეთ ხელი „უფურცლობის პროექტს“.
სხვა სიკეთეებთან ერთად, ამ პროექტის კიდევ ერთი უპირატესობა ის იყო, რომ საოპერაციო, ლოჯისტიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენი სამუშაო პროცესი ბევრად ხარჯთეფექტური გახდა, (გაუქმდა პრინტერის, ფურცლის და კარტრიჯის მთელი საქართველოს მასშტაბით მიწოდება/მომსახურების დანახარჯები, შესაბამისად – ქაღალდისა და ნავთობპროდუქტების მოხმარება)
სისტემის აწყობის შემდეგ, იწყება ტესტირება, რომელიც ყველაზე შრომატევადი და საყურადღებო ეტაპია. 1 sms-ის მოსვლა გარედან ძალიან მარტივი ამბავი ჩანს, მაგრამ ამის უკან, თვეების მანძილზე, უამრავი ადამიანის დაუღალავი შრომა და ძალისხმევა დგას.
მახსოვს, სატესტო launch-ის პერიოდში ჩემს მანქანას უწევდა ტექინსპექტორება და როგორც ბავშვის დაბადებას ელი, ისე ველოდი sms-ს.
არ მომივიდა (იცინის).
კამპანიის გზავნილიდან ჩანს, რომ ფიზიკური საბუთის გამოყენებაზე ბოლომდე უარს არ/ვერ ამბობთ, უფრო დეტალურად აგვიხსენით რა დატვირთვა აქვს სიტყვას „თითქმის“ ?
როგორც greenway-ის ყველა სხვა ინიციატივა, ეს პროექტიც ორ მთავარ ღირებულებას ემსახურება: გარემოზე ზრუნვას და მომხმარებლის კომფორტს.
მაგრამ, თუ ტექინსპექტირების ფურცლის მიღება კლიენტის დაჟინებული სურვილია,
ან სპეციფიკურ სიტუაციაში ამ ფორმით სჭირდება საბუთი, მისი მოთხოვნა რა თქმა უნდა, კმაყოფილდება; თუმცა გვინდა ყველამ გაიაზროს გაციფრულების უპირატესობა და გათავისუფლდეს უსარგებლო ფურცლების გაუცნობიერებელი სიყვარულისგან.
მხოლოდ ამ ცვლილებით, წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ფურცლის დაბეჭდვაზე ვთქვით უარი, რაც პირველ წელს 50%-ით, ხოლო მომდევნო წლებში 70-80% შეამცირებს Greenway-ის მხრიდან ქაღალდის მოხმარების მაჩვენებელს.
საქართველოში ინდუსტრიისთვის ეს არის ინოვაცია და როგორც ყველა სხვა მიმართულებით, გრინვეიც აქაც პირველია და სიახლეს ვნერგავთ პირველები.
გრინვეისგან უშუალო და პოზიტიური კამპანიები არც აქამდე გვაკლდა, თუმცა ეს კამპანია განსაკუთრებით მხიარული და იუმორისტული გამოვიდა.
გაგვიმხილეთ, რისი თქმა გსურდათ ამ „სიმსუბუქით“ და ვინ იმუშავა კამპანიაზე?
გრინვეის მილიონი მომხმარებლისათვის ამ სიახლის თანაბარი წარმატებით მიწოდება და ამბის ყველასათვის გასაგებ ენაზე მოყოლა, მართლაც რთული გამოწვევა იყო.
თავიდან, ყველაფერი უფრო აკადემიურად წარმოგვედგინა, მაგრამ მავერიკის გუნდთან შეხვედრის შემდეგ, კრეატიულმა გადაწყვეტილებამ ჯერ დაგვაფიქრა, მერე კი ეს ენთუზიაზმი ყველას ერთიანად გადმოგვედო.
სინამდვილეში ხომ ეს ცვლილება მომხმარებელს ყოველდღიური, წვრილმანი თავის ტკივილებისგან ათავისუფლებს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ დიდაქტიკური TOV-ის ნაცვლად, კომუნიკაციას სიმსუბუქე უფრო მოუხდებოდა.
კამპანიის მთავარი მესიჯსაც საზოგადოებისთვის ნაცნობი ჟღერადობა აქვს – არის თუ არა ეს საბუთი?
კი, გრინვეის სმს ნამდვილად არის დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ტექინსპექტირება გავლილი გაქვს.
რამდენ ხანს გასტანს კამპანია და ხომ არ ველოდოთ მომავალში მსგავს ინიციატივებს ?
კამპანია დაახლოებით ორი თვე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება უამრავი საინტერესო ტიპის კონტენტი, მათ შორის, ბლოგები, ქვიზები, თუ სხვადასხვა ფორმატის მქონე სახალისო ვიდეო კონტენტი.
იმედი მაქვს, ჩვენი მომხმარებელი ამ სიახლესაც ისევე პოზიტიურად შეხვდება, როგორი ურთიერთობაც უკვე წლების მანძილზე ჩამოგვიყალიბდა.
სამომავლოდ, გრინვეის გუნდი კიდევ გეგმავს საინტერესო პროექტებს ,
მათ შორის, ლოიალური მომხმარებლისთვის პროცედურების კიდევ უფრო გამარტივებას.
აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს, ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის და მხარდაჭერისთვის.