Honda Fit ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია საქართველოში, გამომდინარე მისი ბიუჯეტურობიდან და გამძლეობიდან, მძღოლები ძალიან ხშირად არჩევანს ამ ავტომობილზე აჩერებენ.
თუ Honda Fit - ის მფლოებლი ხართ და ტექდათვალიერების გავლა გიწევთ, ნახეთ რაზე შეიძლება დახარვეზდეს თქვენი ავტომობილი:
ფარების გაუმართაობა/განათების პრობლემა.
ფარები კიდევ ერთი პოპულარული მოდელის, Honda Fit-ის სუსტი წერტილი გამოდგა. დახარვეზების თითქმის ნახევარ შემთხვევაში, მიზეზი ფარის არასწორად ნათებაა. ეს, იმით არის გამოწვეული, რომ ამ ავტომობილების უმრავლესობა იაპონიის ბაზრისთვის არის დამზადებული და ჩვენი ქვეყნის საგზაო მოძრაობისთვის შესაბამისი ადაპტირება სჭირდება.
მეორე ადგილზე სინათლის წყაროს გაუმართაობაა.
Honda Fit-ის კიდევ ერთ დიდ პრობლემას განათების / სინათლის წყაროს უქონლობაც წარმოადგენს.
სავალი თვლების გაუმართაობა
ასევე დიდ ყურადღებას საჭიროებს სავალი თვლებიც - ხშირია შემთხვევები, როდესაც თვლის რომელიმე ქანჩი ან ჭანჭიკი დაკარგული ან მოტეხილია.
კარგი ამბავი Honda Fit-ის მფლობელთათვის ისაა, რომ ამ ავტომობილის ნაწილები საკმაოდ ხელმისაწვდომია და ტექინსპექტირებისთვის მზადება და ავტომობილისთვის ნაწილების შეცვლა/წესრიგში მოყვანა პრობლემებს არ შეგიქმნით.
თუ გაინტერესებთ როდის გიწევთ ტექინსპექტირება, შეამოწმეთ თარიღი და გაიარეთ ტექდათვალიერება გრინვეის ნებისმიერ სერვისცენტრში .
თბილისში 10, ხოლო რეგიონებში 16 სერვისცენტრი და 3 მობილური ხაზი მოგემსახურებათ.
თუ ავტომობილი დახარვეზდა: 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეგეძლებათ ხარვეზების გამოსწორება და განმეორებითი ტექდათვალიერების გავლა.