700 ათასი ტექინსპექტირებული ავტომობილი და საუკეთესო პროფესიონალების გუნდი – კომპანია „გრინვეი“ 3 წლისაა
26 August, 2021

თანამედროვე სამყაროში ტექინსპექტირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიური და საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ვინაიდან ავტომობილების გამართულობა უმთავრესი ფაქტორია ამ მიმართულებით.

 

ჩვენს ქვეყანაში ტექინსპექტირების რეფორმა 3 წლის წინ დაიწყო. არსებით შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომ რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება და გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი შედეგების მომტანი იქნება.

 

დღეს საქართველოში 1,3 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული, მათი დიდი ნაწილი 10 წელზე მეტი „ასაკისაა“, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებსა დ სოფლებში საკმაოდ ბევრი გაუმართავი ავტომობილი მოძრაობს.

 

რეფორმის პირველ წელს 800 ათასზე მეტმა ავტომობილმა გაიარა ტექინსპექტირება.  დანარჩენი ავტომობილები გაჩერდა მანამ, სანამ გაიმართებოდა ტექნიკურად, ან მოხდა მათი უტილიზება. ამან, სავარაუდოდ, გარკვეულწილად შეამცირა გაუმართავი ტრანსპორტის მოძრაობა გზებზე... რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ისიცაა, რომ მომხმარებლის ქცევა იცვლება - ავტომობილის შეძენისას მათი ძირითადი მოთხოვნების სიას ემატება გამართული სისტემა და ტექინსპექტირებული ავტომობილები მეტი სანდოობით სარგებლობენ.  თუმცა, ეს ცხადია საკმარისი არ არის და რეფორმა უნდა გაგრძელდეს შეუფერხებლად, რათა ხელშესახებ შედეგებს მივაღწიოთ.

 

ჩვენი კომპანია სამი წლის წინ, რეფორმის დაწყების ეტაპზე შეიქმნა და დღეს საქართველოში ტექინსპექტრების ყველაზე დიდი ოპერატორია, რომელიც წარმოდგენილია  30 ფილიალით თბილისსა და რეგიონებში.

 

დღეს, გრინვეი საუკეთესო პროფესიონალებს აერთიანებს. ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან დიდი როლი გვაკისრია ქვეყანაში საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ეს არის გრინვეის მისია და კომპანიის თითოეული თანამშრომლის  მთავარი ამოცანა - ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ამაღლებაში და ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებაში.

 

პირველივე დღიდან, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ კომპანიის შექმნაში მონაწილეობდა, გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა არა მარტო წარმატებით შევასრულოთ კანონით დადგენილი ყველა პარამეტრი, არამედ თითოეულ მოქალაქეს გავაცნოებიერებინოთ ტექინსპექტირების მნიშვნელობა.

 

შესაბამისად, ამ 3 წლის განმავლობაში დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ავტომფლობელების ცნობიერების ამაღლებაში - არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩავატარეთ, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში, დაბებში და სოფლებში. ადამიანებს ვუხსნიდით და სწორ ინფორმაციას ვაწვდიდით ტექინსპექტირების აუცილებლობაზე და იმ სიკეთეებზე, რაც გარემოსთვის და ადამიანების ჯანმრთელობისთვის მოაქვს გამართულ ავტომობილს.

 

გრინვეის ინიციატივით, დაფუძნდა კავშირი „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“, რომელიც აერთიანებს ბაზრის ძირითად მოთამაშეებს და მათთან ერთად სისტემატიური მუშაობა მიმდინარეობს რეფორმის ეფექტიანობის გაზრდისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

 

გრინვეი ერთადერთი კომპანია საქართველოს ტექინსპექტირების ბაზარზე, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორი ყავს და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით ოპერირებს. ჩვენი პარტნიორია ევროპაში წამყვანი კომპანია ტექინსპექტირების სფეროში - Appluss.

 

თავიდანვე, სწორედ Appluss-თან ერთად სერვისის დავნერგეთ უმაღლესი სტანდარტი, რომელიც ერთნაირია ჩვენი 30-ივე ფილიალისთვის, ჩვენმა წამყვანმა ტექნიკურმა პერსონალმა სპეციალური ტრეინინგები გაიარა ესპანეთში, Applus-ის ბაზაზე. ამ კომპანიის დახმარებით, გრინვეიში ყოველწლიურად ტარდება აუდიტი და ტრენინგები ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.  

 

ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმას, რომ გრინვეიმ თავიდანვე ევროპული სტანდარტების მიხედვით დაიწყო ოპერირება და დაფუძნებიდან მეორე წელს ჩვენი კომპანია გახდა ტექინსპექტირების სართაშორისო ასოციაციის CITA სრულუფლებიანი წევრი, რაც იმის მკაფიო და დამაჯერებელი დადასტურებაა, რომ დღეს გრინვეი სწორედ საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებს.

 

პანდემიამ, როგორც ყველა ინდუსტრიაზე, ჩვენს სფეროზეც ძალიან უარყოფითად იმოქმედა. გახსოვთ ალბათ, 2020 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, შეჩერებული იყო ავტომობილების გადაადგილება. ამ პერიოდში ჩვენი ინდუსტრიაც თითქმის სრულად გაჩერდა. მომდევნო პანდემიურ ტალღებზეც მკვეთრად ეცემოდა ავტომობილების ნაკადი...

 

თუმცა, ჩვენ ძალიან მოკლე პერიოდში შევძელით ახალ რეალობასთან ადაპტაცია და პანდემიის პერიოდში გადავედით სრულიად ახალ და განსხვავებულ მართვის მოდელზე, რაც გულისხმობდა შეზღუდული რესურსებით ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნებას, რათა კომპანია ყოფილიყო მაქსიმალურად ეფექტიანი. სათაო ოფისი გადავიდა დისტანციურ მართვაზე, ხოლო ფილიალის თანამშრომლები - ცვლებში მუშაობაზე, რათა მინიმუმამდე დაგვეყვანა ინფექციის გავრცელების საფრთხე როგორც თანამშრომლებში, ისე - მომხმარებლებში.

 

ჯამში, პანდემიის პერიოდში თითქმის 40%-ით შემცირდა მომართვიანობა, თუმცა გრინვეიმ მინიმალური დანაკარგებით შეძლო ამ რთული პერიოდის გადალახვა და  დღეს კომპანია კვლავ დინამიურად ვითარდება, მიუხედავად ურთულესი პანდემიური ვითარებისა.

 

როგორც მაღალი პასუხიმგებლობის მქონე კომპანია, გრინვეი განსაკუთრებით ზრუნავს თანამშრომლებისა და მომხმარებლების  ჯანმრთელობაზე. ამ კუთხით, თავიდანვე მაქსიმალური ზომები მივიღეთ: გადავამზადეთ თანამშრომლები, გავაძლიერეთ სანიტარული ნორმების კონტროლი, ვიცავდით და ვიცავთ ყველა იმ დადგენილ რეგულაციას, რაც მოწოდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ.

 

შესაბამისად, ჩვენს ფილიალებში პირველივე დღეებიდან მკაცრადაა დაცულია კოვიდ უსაფრთხოების ნორმები. გარდა სტანდარტული წესებისა, როგორიცაა პირბადე, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანები, ავტომობილის ტექინსპექტირებისას ვიყენებთ პოლიეთილენის ერთჯერად შალითებს, რათა ინსპექტორი არ შეეხოს ავტომობილის სალონს და მომხმარებელს ქონდეს დაცულობის განცდა.

 

შედეგად, ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ პანდემიის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ჩვენს არც ერთ ერთ სერვის-ცენტრში კოვიდის გავრცელების  შიდა გადაცემის თუ მომხმარებლის ინფიცირების შემთხვევები არ ყოფილა.

 

ჩვენ, სრულად ვიზიარებთ და გვჯერა, რომ პანდემიას მხოლოდ ვაქცინაციით დავამარცხებთ. ამ საქმეში კი პასუხისმგებლიანი ბიზნესის მისიაა, იყოს წამხალისებელი და მამოტივირებელი ადამიანებისთვის, რომ გამოიყენონ ვაქცინა, როგორც მეცნიერების მიღწევა და ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს პანდემიის დამარცხებაში.

 

ჩვენ, უკვე დავიწყეთ აქტიური შიდა კამპანია, რომლის მიზანია, უმოკლეს დროში გრინვეის პერსონალის აბსოლუტური უმრავლესობა იყოს სრულად ვაქცინირებული.

 

გარდა ამისა, ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად,  დავიწყეთ გარე კამპანიაც და ვაქცინირებულ მომხმარებლებს ვთავაზობთ სპეციალურ სასაჩუქრე ნაკრებს - ავტომობილის მოვლისთვის საჭირო პროდუქციის ვაუჩერებს, ფასდაკლებებს სხვადასხვა კლინიკებსა და ლაბორატორიებში, მათ შორის კოვიდთან დაკავშირებულ კვლევებზე.

 

გვინდა, ჩვენი მხრიდანაც შევახსენოთ მოსახლეობას, თუ რამდენად აუცილებელია ვაქცინაცია, ხოლო ვაქცინირებული, ანუ პასუხისმგებლიანი მოქალაქეებისადმი ჩვენი დაფასება გამოვხატოთ ამ ღირებული საჩუქრებით. მითუმეტეს, რომ ჩვენი მომხმარებლები არიან ავტომოფლობელები, რომელთა მობილობა არის ძალიან მაღალი და ბევრ ადამიანთან უწევთ კონტაქტი.

 

გრინვეიმ პირველივე დღიდან აირჩია ინსტიტუციონალური განვითარების გზა და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შედგა, როგორც ჯანსაღი ინსტიტუცია - თავისი მისიით, სტრატეგიული ხედვით, გრძელვადიანი მიზნებით და კორპორაციული მართვის ინსტრუმეტებით. სწორედ ამან შეუწყო ხელი სტარტაპ ეტაპზევე მის ბაზრის ლიდერად ქცევას.

 

გრინვეიმ ამ სფეროს საუკეთესო პროფესიონალებს მოუყარა თავი და „გრინვეელი“ დღეს ნიშნავს მკაფიო პროფესიულ სტანდარტს, მყარ ფასეულობებს და ჩამოყალიბებულ კორპორაციულ კულტურას, რაც 250-ზე მეტ ადამიანს ერთ გუნდად აერთიანებს.

 

ურთულეს ვითარებაში გრინვეიმ შეძლო სწრაფი და მდგრადი განვითარების წარმატებული ისტორია ეჩვენებინა. სამი წლის წინ ჩვენ ამ სფეროში ყველაზე დიდი ინვესტიცია - 54 მილიონი ლარი ჩავდეთ და, ფაქტობრივად, ცარიელი ფურცლიდან ავაწყეთ ბიზნესი. დღეს გრინვეი არის ტექინსპექტირების ყველაზე ფართო ქსელი, ყველაზე მრავალრიცხოვანი, გადამზადებული ტექნიკური პერსონალით და ყველაზე მეტი, 700 ათასამდე ტექინსპექტირებული ავტომობილით.

 

ის, რომ გრინვეიში ტექინსპექტირებული ავტომობილი დღეს ყველაზე მეტი ნდობით სარგებლობს - ვფიქრობთ, ჩვენი წარმატების მთავარი საზომია.