10 რამ, რაც უნდა იცოდე ტექდათვალიერებაზე
14 October, 2023
ტექდათვალიერების თარიღის მოახლოებასთან ერთად ავტომფლობელებს გარკვეული კითხვები უჩნდებათ; ამ მარტივი კითხვების საპასუხოდ გთავაზობთ ბლოგს, საიდანაც გაიგებთ 10 რამეს, რაც უნდა იცოდეთ ტექდათვალიერებაზე:
 
 
იმისათვის, რომ რიგში დგომა არ მოგიწიოს, შეგიძლია ვიზიტი წინასწარ, მარტივად დაჯავშნო
 
 
ფილიალში მისვლისას არ ეცადო ავტომობილის ცენტრში თავად შეყვანა- ეს ინსპექტორის მოვალეობაა
 
 
ტექინსპექტირების საფასური განსხვავდება ავტომობილების ტიპების მიხედვით: მსუბუქი - 60₾; სატვირთო ან სამგზავრო - 100₾; ელექტრომობილი- 48₾
 
 
ინსპექტირების გავლისთვის სავალდებულოა თან იქონიო ავტომობილის ტექ.პასპორტი, სასურველია პირადობის მოწმობაც (თუმცა არასავალდებულო)
 
 
თუკი ტექინსპექტირების წინ შფოთვას განიცდი, მარტო არ ხარ, დღეში ათასობით ავტომობილი და მფლობელი გადის იგივე პროცესს
 
 
თუ ვერ ახერხებ თავად მანქანის მოყვანას, შეგიძლია სხვას გამოატანო შენი ავტომობილი
 
 
დახარვეზების შემთხვევაში მოგენიჭება 30 კალენდარული დღე, ამ პერიოდის განმავლობაში გამოსწორებული ხარვეზით შეგიძლიათ გრინვეის ნებისმიერ ფილიალში მოხვიდე
 
 
ტექდათვალიერების გაუვლელობის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად დაჯარიმდებით, ჯარიმებს არ წერს ტექდათვალიერების კომპანია
 
 
განმეორებითი ინსპექტირების საფასური, მსუბუქი ავტომობილებისთვის, განისაზღვრება 20 ლარით
 
 
ტექინსპექტირება ავტომობილის ტექნიკური გამართულობის გარანტია, თუმცა საგზაო წესებისა და კულტურის დაცვა ყველასი, მათ შორის შენი პასუხისმგებლობაა
 
 
💚 გისურვებთ უსაფრთხო და სასიამოვნო მგზავრობას