"გრინვეი აკადემიის" ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა
01 February, 2024
„გრინვეი აკადემიის“ ფარგლებში, 30-31 იანვარს, გაიმართა ტრენინგი გრინვეისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ასევე უშუალოდ ტრენერთათვის.
 
 
ღონისძიების მსვლელობისას დეტალურად იქნა მიმოხილული სასწავლო მოდულები, ვიდეო გაკვეთილები, სასწავლო პლატფორმის academy.greenway.ge სამუშაო პრინციპები და შესაძლებლობები.
 
 
ორ დღიან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მხარდამჭერებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, როგორებიცაა:
 
 
CITA - სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი
 
Applus - ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მსოფლიო ლიდერი კომპანია „Applus+”, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს
 
 
ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირი
 
 
შეგახსენებთ, რომ გრინვეი აკადემია წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ ცენტრს, რომლის სამუშაო პროცესშიც შემუშავდა სასწავლო მოდულები, რომლებიც დაეხმარება ახალი პროფესიის, "ავტომობილების ტექნიკური ინსპექტორის", გაძლიერებას. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს ტექინსპექტირების რეფორმის განმტკიცებასა და ერთიანი სტანდარტების დანერგვას, ყველა მომავალი თუ უკვე არსებული ინსპექტორისთვის. პროექტი USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შედგა.